თბილისის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

© Courtesy of Tbilservice Groupმარილის დაყრა თბილისის გზებზე
მარილის დაყრა თბილისის გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 21.03.2025
გამოწერა
მერია ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო გზები ინტენსიურად იწმინდება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა.
ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდისში.
უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მერია ავტომანქანების მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით.
მერიის ცნობით, თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლის დარეკოს „თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.
ყველა ახალი ამბავი
0