https://sputnik-georgia.com/20250321/ori-ertis-nacvlad-legendaruli-jgufebis-koncertebis-biletebze-fasdakleba-amoqedda-292615170.html
ორი ერთის ნაცვლად - ლეგენდარული ჯგუფების კონცერტების ბილეთებზე ფასდაკლება ამოქმედდა
ორი ერთის ნაცვლად - ლეგენდარული ჯგუფების კონცერტების ბილეთებზე ფასდაკლება ამოქმედდა
Sputnik საქართველო
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T15:28+0400
2025-03-21T15:28+0400
2025-03-21T15:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/15/292613062_0:182:3186:1974_1920x0_80_0_0_16d989de02f20e92276cfaac1c928e35.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ფასდაკლებით ბილეთები ორი ლეგენდარული ჯგუფის კონცერტებზე, რომლებიც წელს გაიმართება საქართველოში - Empire of the Sun და Guns N" Roses, განაცხადეს კონცერტის ორგანიზატორებმა.30 მაისს „ციცინათელას პარკში“ Guns N' Roses-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 აგვისტოს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში - Empire of the Sun.ფან-ზონაში ორივე ბილეთის ღირებულება 460-ის ნაცვლად 340 ლარი იქნება.გასული წლებისგან განსხვავებით, წელს მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთებზე მოთხოვნა რეკორდულად დაბალია საქართველოში - თუ ადრე ბილეთები ორ დღეში იყიდებოდა, ამჯერად ბილეთები გაყიდვის გახსნიდან ერთი თვის შემდეგაც არის ხელმისაწვდომი.Guns N" Roses-ის ბილეთის ფასი იწყება 280 ლარიდან, ხოლო Empire of the Sun-ზე - 180 ლარიდან.კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საყვარელი მუსიკოსების მოსმენა სამშობლოში შეძლონ, ქვეყანაში გართობის ინდუსტრია განვითარდეს და საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს.Guns N’ Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/15/292613062_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_c640288fab8c4a0900b6e7e3a7dce061.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ორი ერთის ნაცვლად - ლეგენდარული ჯგუფების კონცერტების ბილეთებზე ფასდაკლება ამოქმედდა
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ფასდაკლებით ბილეთები ორი ლეგენდარული ჯგუფის კონცერტებზე, რომლებიც წელს გაიმართება საქართველოში - Empire of the Sun და Guns N" Roses, განაცხადეს კონცერტის ორგანიზატორებმა.
30 მაისს „ციცინათელას პარკში“ Guns N' Roses-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 აგვისტოს Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში - Empire of the Sun.
ფან-ზონაში ორივე ბილეთის ღირებულება 460-ის ნაცვლად 340 ლარი იქნება.
გასული წლებისგან განსხვავებით, წელს მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების ბილეთებზე მოთხოვნა რეკორდულად დაბალია საქართველოში - თუ ადრე ბილეთები ორ დღეში იყიდებოდა, ამჯერად ბილეთები გაყიდვის გახსნიდან ერთი თვის შემდეგაც არის ხელმისაწვდომი.
Guns N" Roses-ის ბილეთის ფასი იწყება 280 ლარიდან, ხოლო Empire of the Sun-ზე - 180 ლარიდან.
კონცერტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.
კამპანიის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საყვარელი მუსიკოსების მოსმენა სამშობლოში შეძლონ, ქვეყანაში გართობის ინდუსტრია განვითარდეს და საქართველოს პოპულარიზაცია მოხდეს.
Guns N’ Roses ლოს-ანჯელესში დაარსებული ჯგუფია, რომელიც უკვე 40 წელია როკ-მუსიკის ოლიმპოს მთაზე დამსახურებულ ადგილს არავის უთმობს. კლასიკური როკის ჟღერადობის მეტალის ხასიათთან საინტერესო შეზავებით და საოცრად ენერგიული ლაივ-შოუების დამსახურებით ამერიკული ბენდი დღემდე არ კარგავს თავის სტატუსს და მნიშვნელობას. როკ-ბენდის ანგარიშზე ათეულობით მილიონი გაყიდული ალბომია.