https://sputnik-georgia.com/20250321/ombudsmeni-mouwodebs-saxelmwifos-mxari-dauwiros-daunis-sindromis-mqone-adamianebs-292614701.html
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს
Sputnik საქართველო
საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღეს აღნიშნავენ. 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T14:04+0400
2025-03-21T14:04+0400
2025-03-21T14:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/62/235206231_1:0:1000:562_1920x0_80_0_0_08c1acf105c8dd770439dfab2128b122.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს სახელმწიფოს შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა უზრუნელყოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე (World Down Syndrome Day) აღინიშნება. 2025 წელს ამ დღის გზავნილია – „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები". როგორც ომბუდსმენი წერს, ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. იოსელიანის თქმით, გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა. პირველად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 2006 წელს ჩატარდა. ამ დღის ჩატარების გადაწყვეტილება დაუნ-სინდრომის საერთაშორისო (IDSA) და ევროპის (EDSA) ასოციაციების ინიციატივით დაუნის სინდრომის საკითხებზე მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიიღეს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პალმა-დე-მაიორკაში ჩატარდა. 2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა წინადადებით გამოვიდა, რომ 2012 წლიდან ეს დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რათა ამაღლდეს საზოგადოების ინფორმირების დონე დაუნის სინდრომის შესახებ. დაუნის სინდრომი დაავადებაა, რომელიც გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია. დაუნის სინდრომის ადამიანებს ზოგიერთი გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი ახასიათებთ: სახისა და ცხვირის ფუძის ბრტყელი ფორმა, მოკლე კისერი, პატარა ყურები, თვალების სიელმე, მოკლე ხელები, ფეხები და თითები, ხელისგულებზე მხოლოდ ერთი ხაზი. ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, აღენიშნებათ სუსტი კუნთოვანი ტონუსი, სახსრების ჰიპერმოძრაობა, დაბალი სიმაღლე, ხანდახან — ღია პირი (კუნთების დაბალი ტონუსისა და სასის განსაკუთრებული აგებულების გამო). ხშირად დაუნის სინდრომის ბავშვები ანალიტიკურ აზროვნებაში ჩამორჩებიან, სხვა სფეროებში უფრო ნელა ვითარდებიან, ვიდრე მათი თანატოლები, მაგრამ განვითარების ნორმალურ დონეს აღწევენ, თუმცა მოგვიანებით. ბევრ მათგანს შეუძლია პროფესიის ათვისება და საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა. დაუნის სინდრომიან ადამიანს შეუძლია უმაღლესი განათლების მიღება, სამუშაოს მოძებნა და დაოჯახება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და დაახლოებით 60 წელს მიაღწია (1983 წელს — 25 წელი). დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების, ადრეული ჩარევის პროგრამებისა და ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე სათანადო სამედიცინო გამოკვლევები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/62/235206231_126:0:875:562_1920x0_80_0_0_cfd381f00d9a445b0620b2e47cb614f2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ჯანდაცვა საქართველოში
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს
საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს სახელმწიფოს შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა უზრუნელყოს დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართვა.
დღეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე (World Down Syndrome Day) აღინიშნება. 2025 წელს ამ დღის გზავნილია – „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები".
როგორც ომბუდსმენი წერს, ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
„ამ დღის გზავნილი სახელმწიფოებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, რათა თანაბრად ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე პირები და მათი ოჯახები ჯერ კიდევ აწყდებიან პრობლემებს და სხვადასხვა სახის სირთულეებს თავიანთი უფლებების განხორციელების პროცესში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილში.
იოსელიანის თქმით, გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებების სიმცირე და დროული დანერგვა.
პირველად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 2006 წელს ჩატარდა. ამ დღის ჩატარების გადაწყვეტილება დაუნ-სინდრომის საერთაშორისო (IDSA) და ევროპის (EDSA) ასოციაციების ინიციატივით დაუნის სინდრომის საკითხებზე მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიიღეს, რომელიც ესპანეთის ქალაქ პალმა-დე-მაიორკაში ჩატარდა.
2011 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური ასამბლეა წინადადებით გამოვიდა, რომ 2012 წლიდან ეს დღე აღნიშნოს ყველა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, რათა ამაღლდეს საზოგადოების ინფორმირების დონე დაუნის სინდრომის შესახებ.
დაუნის სინდრომი დაავადებაა, რომელიც გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია.
დაუნის სინდრომის ადამიანებს ზოგიერთი გარეგნული განმასხვავებელი ნიშანი ახასიათებთ: სახისა და ცხვირის ფუძის ბრტყელი ფორმა, მოკლე კისერი, პატარა ყურები, თვალების სიელმე, მოკლე ხელები, ფეხები და თითები, ხელისგულებზე მხოლოდ ერთი ხაზი.
ასეთ ადამიანებს, ჩვეულებრივ, აღენიშნებათ სუსტი კუნთოვანი ტონუსი, სახსრების ჰიპერმოძრაობა, დაბალი სიმაღლე, ხანდახან — ღია პირი (კუნთების დაბალი ტონუსისა და სასის განსაკუთრებული აგებულების გამო).
ხშირად დაუნის სინდრომის ბავშვები ანალიტიკურ აზროვნებაში ჩამორჩებიან, სხვა სფეროებში უფრო ნელა ვითარდებიან, ვიდრე მათი თანატოლები, მაგრამ განვითარების ნორმალურ დონეს აღწევენ, თუმცა მოგვიანებით.
ბევრ მათგანს შეუძლია პროფესიის ათვისება და საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა. დაუნის სინდრომიან ადამიანს შეუძლია უმაღლესი განათლების მიღება, სამუშაოს მოძებნა და დაოჯახება.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა და დაახლოებით 60 წელს მიაღწია (1983 წელს — 25 წელი).
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ზრდისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურების, ადრეული ჩარევის პროგრამებისა და ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე სათანადო სამედიცინო გამოკვლევები.