https://sputnik-georgia.com/20250321/es-sigijea-radas-deputati-ass-tvis-ukrainuli-atomuri-sadgurebis-gadacemaze-292618541.html
ეს სიგიჟეა - რადას დეპუტატი აშშ-თვის უკრაინული ატომური სადგურების გადაცემაზე
ეს სიგიჟეა - რადას დეპუტატი აშშ-თვის უკრაინული ატომური სადგურების გადაცემაზე
Sputnik საქართველო
უკრაინული რადის დეპუტატს სიგიჟედ მიაჩნია ამერიკის სურვილი, მოიპოვოს კონტროლი ადგილობრივ ატომურ ელექტროსადგურებზე 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T19:01+0400
2025-03-21T19:01+0400
2025-03-21T19:01+0400
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
ენერგეტიკა
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0d/289433945_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_35b8023f4aa27694ab5336a8e9224e86.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სიგიჟეა ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების შეერთებულ შტატებისთვის გადაცემის შესახებ, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ, იუწყება „რია ნოვოსტი“.ადრე აცხადებდნენ, რომ აშშ ცდილობს მიაღწიოს ახალ პირობებს უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებსა და ენერგოაქტივებზე წვდომისთვის. კერძოდ, ამერიკულმა მხარემ მოისურვა, რომ ვაშინგტონის კონტროლის ქვეშ გადასულიყო მთელი რიგი აქტივები, მათ შორის უკრაინის ატომური ელექტროსადგურები.ასევე აღინიშნა, რომ კიევმა, რომელიც ცდილობდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყურადღების მიპყრობას რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მართვის შესახებ წინადადებით, უბიძგა ვაშინგტონს, განეხილა იდეა უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურის ამერიკული ინტერესების ზონაში მოქცევის შესახებ.ტრამპსა და ზელენსკის შორის 19 მარტს სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ ამერიკულ მხარეს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას მისი ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში.ასევე ითქვა, რომ „ამ სადგურების ამერიკული მხარის საკუთრებაში გადაცემა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“.თავის მხრივ, ზელენსკი ამტკიცებდა, რომ ტრამპთან საუბრისას განიხილებოდა მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარება და არა უკრაინის ყველა დანარჩენი ატომური ელექტროსადგურის აშშ-ს კონტროლის ქვეშ გადაცემა.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0d/289433945_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_c401a97f92137744c368ffc2cb134b15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ენერგეტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , ენერგეტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ეს სიგიჟეა - რადას დეპუტატი აშშ-თვის უკრაინული ატომური სადგურების გადაცემაზე
უკრაინული რადის დეპუტატს სიგიჟედ მიაჩნია ამერიკის სურვილი, მოიპოვოს კონტროლი ადგილობრივ ატომურ ელექტროსადგურებზე
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. სიგიჟეა ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების შეერთებულ შტატებისთვის გადაცემის შესახებ, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ოლექსი გონჩარენკომ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ადრე აცხადებდნენ, რომ აშშ ცდილობს მიაღწიოს ახალ პირობებს უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსებსა და ენერგოაქტივებზე წვდომისთვის. კერძოდ, ამერიკულმა მხარემ მოისურვა, რომ ვაშინგტონის კონტროლის ქვეშ გადასულიყო მთელი რიგი აქტივები, მათ შორის უკრაინის ატომური ელექტროსადგურები.
„ეს სიგიჟეა. ზელენსკიმ მართლა შესთავაზა ტრამპს ჩვენი ატომური ელექტროსადგურები", - წერს გონჩარენკო.
ასევე აღინიშნა, რომ კიევმა, რომელიც ცდილობდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყურადღების მიპყრობას რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მართვის შესახებ წინადადებით, უბიძგა ვაშინგტონს, განეხილა იდეა უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურის ამერიკული ინტერესების ზონაში მოქცევის შესახებ.
ტრამპსა და ზელენსკის შორის 19 მარტს სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაში აღინიშნა, რომ ამერიკულ მხარეს შეუძლია დაეხმაროს უკრაინას მისი ატომური ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში.
ასევე ითქვა, რომ „ამ სადგურების ამერიკული მხარის საკუთრებაში გადაცემა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“.
თავის მხრივ, ზელენსკი ამტკიცებდა, რომ ტრამპთან საუბრისას განიხილებოდა მხოლოდ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარება და არა უკრაინის ყველა დანარჩენი ატომური ელექტროსადგურის აშშ-ს კონტროლის ქვეშ გადაცემა.