https://sputnik-georgia.com/20250321/abu-dabisi-saqartvelos-saqmiani-turizmis-potencials-gaecnen-292614278.html
აბუ-დაბიში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
აბუ-დაბიში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
Sputnik საქართველო
საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა პოტენციურ დამკვეთებთან 30-მდე შეხვედრა გამართეს 21.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-21T12:09+0400
2025-03-21T12:09+0400
2025-03-21T12:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
არაბთა გაერთიანებული საამიროები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22896/57/228965791_0:0:2993:1683_1920x0_80_0_0_0f1e62446094eeac214c165c1e7f7079.jpg
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. საქრთველოს ტურისტულ პოტენციალს არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და სხვა ქვეყნების კომპანიები გაეცნენ. უწყების ცნობით, კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, რომლის მიზანი საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარებაა.საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროებისაქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.2022 წლის ზაფხულიდან ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.
საქართველო
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22896/57/228965791_37:0:2766:2047_1920x0_80_0_0_8485ecb5fd4fb9fcc3a79e874f8a59fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, არაბთა გაერთიანებული საამიროები
აბუ-დაბიში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ
საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა პოტენციურ დამკვეთებთან 30-მდე შეხვედრა გამართეს
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რიგით მე-13 კონგრესზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. საქრთველოს ტურისტულ პოტენციალს არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ომანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარისა და სხვა ქვეყნების კომპანიები გაეცნენ.
უწყების ცნობით, კონგრესის ფარგლებში, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებმა 30-მდე შეხვედრა გამართეს პოტენციურ დამკვეთებთან, რომლის მიზანი საქართველოში მსხვილი ღონისძიებების, კონგრესებისა და კონფერენციების ჩატარებაა.
საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
2022 წლის ზაფხულიდან ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
გაერთიანებული საამიროები არაბულ ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საამიროებს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებს, რაც ასახულია ყოვლისმომცველ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაში. აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში ორივე ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის 95% გათავისუფლებულია გადასახადებისგან.
შეთანხმების თანახმად, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა გახსნა ბაზარი საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიცაა ძროხისა და ცხვრის ხორცი, თაფლი, თხილი, მინერალური წყალი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, უალკოჰოლო სასმელები, აზოტოვანი სასუქები, ტექსტილი და ა.შ.