ნოვრუზ ბაირამი: ხალხური დღესასწაულის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები - ვიდეო

გამოწერა
ნოვრუზის დღესასწაული იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 2009 წლის სექტემბერში შევიდა. 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი ნოვრუზის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა
ნავრუზ ბაირამი უძველესი დღესასწაულია, რომელიც ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოს წარმოადგენს. ამ დღეს თურქი და ირანელი ხალხები ზეიმობენ გაზაფხულის დადგომას და ახალ წელს მზის კალენდრის მიხედვით.
ნოვრუზი აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის დღეს - 20-21 მარტს.
ნოვრუზს ოფიციალური სტატუსი აქემენიანების იმპერია დიდ სპარსულ იმპერიაში ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში მიენიჭა. ადრე ნოვრუზს 13 დღის განმავლობაში ზეიმობდნენ, ზოგიერთ ქვეყანაში ეს უძველესი ტრადიცია ახლაც არის შემორჩენილი.
დღესასწაულისთვის მზადება იწყება ერთი თვით ადრე; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამშაბათებს, რომელთაც აქვთ სახელები ოთხი სტიქიის - ცეცხლის, წყლის, მიწისა და ქარის შესაბამისად ; თავად ნოვრუზი მეხუთე კვირას დგება.
დღესასწაულის ტრადიციები ბევრ ქვეყანაში მსგავსია - მორწმუნეები ალაგებენ და ამობენ სახლებს, ამზადებენ სადღესასწაულო კერძებს. შენარჩუნებულია მთელი ტანსაცმლის რეცხვის ჩვეულება, რათა ჩამოირეცხოს წლის განმავლობაში დაგროვილი უარყოფითი ენერგია.
რიგ ქვეყნებში, დღესასწაულის წინ, ქუჩებში რიტუალურ ცეცხლს ანთებენ, რომელზეც ხალხი განწმენდისთვის ხტება. შემორჩენილია გასული წლის ნეგატივის მოსაშორებლად გამდინარე წყალზე გადახტომის ჩვეულება.
ახალი წლის წარმატება პირველ სტუმარზეა დამოკიდებული. ნოვრუზის დროს სუფევს მხიარული განწყობა, ტარდება სხვადასხვა წარმოდგენები და გასართობი ღონისძიებები.
ყველა ახალი ამბავი
0