https://sputnik-georgia.com/20250319/vawroba-saqartvelos-da-rusets-soris-axali-statistika-292584287.html
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T23:49+0400
2025-03-19T23:49+0400
2025-03-19T23:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_ff5d71f8d446cfe10e4a945ad82963cf.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 1,4%-ით გაიზარდა და 416,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 11,7% შეადგინა.მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 23,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 13,6 ათასი ტონა ახალი ან გაყინული კარტოფილი, 5,6 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 3,1 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, ასევე 865,9 ტონა ხილი.რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-თებერვალში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 32,8 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.რუსეთიდან ასევე შემოვიდა 326,7 ათასი ტონა ბუნებრივი და თხევადი გაზი, 157,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 32,6 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 1,8 ათასი ტონა მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება და ა.შ.2024 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 5,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/08/283091760_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_3b08d86fa869673d6f2c05ac203a8ae8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ვაჭრობა საქართველოსა და რუსეთს შორის - ახალი სტატისტიკა
რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 1,4%-ით გაიზარდა და 416,2 მლნ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის, მეზობელი ქვეყნის წილმა საქართველოს საგარეო ბრუნვაში 11,7% შეადგინა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 23,6 ათასი ტონა მინერალური და მტკნარი წყალი, 13,6 ათასი ტონა ახალი ან გაყინული კარტოფილი, 5,6 ათასი ტონა ნატურალური ყურძნის ღვინო, 3,1 ათასი ტონა სპირტიანი სასმელები, ასევე 865,9 ტონა ხილი.
რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილ იმპორტიორად რჩება. სტატისტიკის თანახმად, იანვარ-თებერვალში მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 32,8 ათასი ტონა ხორბალი და მესლინი.
რუსეთიდან ასევე შემოვიდა 326,7 ათასი ტონა ბუნებრივი და თხევადი გაზი, 157,2 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 32,6 ათასი ტონა ნაგლინი ნახშირბადოვანი ფოლადისგან (დაუმუშავებელი), ასევე 1,8 ათასი ტონა მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია ტემპერატურის ცვლილება და ა.შ.
2024 წელს ქვეყნებმა დაახლოებით 2,5 მილიარდი დოლარის საქონლით ივაჭრეს, რაც 5,4%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. ამასთან, შარშან საქართველოდან რუსეთში ექსპორტი გაიზარდა 3,7%-ით, რუსეთიდან საქართველოში იმპორტი კი გაიზარდა 6%-ით.