https://sputnik-georgia.com/20250319/tbilisshi-transportis-mozraoba-sheizgudeba-292577931.html
სომხეთი-საქართველო: მატჩის ღია ჩვენების გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
სომხეთი-საქართველო: მატჩის ღია ჩვენების გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T19:39+0400
2025-03-19T19:39+0400
2025-03-19T19:39+0400
საქართველო
სომხეთი
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913851_261:591:2851:2048_1920x0_80_0_0_eb57bbe0dff264f3764a39de175fbedf.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, 23 მარტს კი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს. ქართველი გულშემატკივრებისთვის 20 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც სომხეთი-საქართველოს შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება. მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 20 მარტის 24:30 საათიდან 21 მარტის 14:00 საათამდე იმოქმედებს. რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით. N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ. რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა B1 ჯგუფში შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (11 ქულა), მეორეზე უკრაინა (8), ხოლო ალბანეთი ბოლო ადგილზეა (7 ქულა).
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913851_0:437:2148:2048_1920x0_80_0_0_1e5defd1c2d4ac2aee55a04d752c09ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
სომხეთი-საქართველო: მატჩის ღია ჩვენების გამო თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, 23 მარტს კი თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ქართველი გულშემატკივრებისთვის 20 მარტს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც სომხეთი-საქართველოს შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება.
მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 20 მარტის 24:30 საათიდან 21 მარტის 14:00 საათამდე იმოქმედებს.
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის საშუალებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით. N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა B1 ჯგუფში შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (11 ქულა), მეორეზე უკრაინა (8), ხოლო ალბანეთი ბოლო ადგილზეა (7 ქულა).