https://sputnik-georgia.com/20250319/tbilissa-da-roms-pirdapiri-aviareisebi-daakavshirebs-292567298.html
თბილისსა და რომს პირდაპირი აიარეისები დააკავშირებს
თბილისსა და რომს პირდაპირი აიარეისები დააკავშირებს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T16:13+0400
2025-03-19T16:13+0400
2025-03-19T16:13+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288411808_0:122:2049:1274_1920x0_80_0_0_ed57ae86b9d7a1fa3e0e7710ea96144f.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან იტალიაში პირდაპირ ფრენებს ორი ახალი მიმართულებით განახორციელებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით ავიაკომპანია აპრილიდან რეისებს რომისა და ფორლის მიმართულებით შეასრულებს.რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირი რეისები 26 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს, ფორლის მიმართულებით კი 24 აპრილიდან, კვირაში ერთხელ - ხუთშაბათს შესრულდება.შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში. ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და თერმულ სპა-ცენტრებს. გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირე - პარიზისა და ნიცის მიმართულებით. „ჯორჯიან ეარვეისი" ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. პირდაპირი ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288411808_93:0:1954:1396_1920x0_80_0_0_9f8e0186e34c25357b5e39c0e3a247b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისსა და რომს პირდაპირი აიარეისები დააკავშირებს
უწყების ცნობით, „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან იტალიაში პირდაპირ ფრენებს ორი ახალი მიმართულებით განახორციელებს, ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით ავიაკომპანია აპრილიდან რეისებს რომისა და ფორლის მიმართულებით შეასრულებს.
რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით პირდაპირი რეისები 26 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათს და შაბათს, ფორლის მიმართულებით კი 24 აპრილიდან, კვირაში ერთხელ - ხუთშაბათს შესრულდება.
შესაბამისად, იტალიის მიმართულებით შესრულდება ყოველდღიური ფრენები: კვირაში სამჯერ მილანში, კვირაში ორჯერ რომში და კვირაში ერთხელ ფორლიში.
„აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს, რაც განსაკუთრებით კომფორტულია მგზავრებისთვის. ავიაბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფორლი იტალიის სამედიცინო კურორტია, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის სამედიცინო შემოწმებას, რეაბილიტაციას, გამაჯანსაღებელ პროცედურებსა და თერმულ სპა-ცენტრებს.
გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება მეოთხე სიხშირე - პარიზისა და ნიცის მიმართულებით.
„ჯორჯიან ეარვეისი" ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში.
პირდაპირი ფრენები შესრულდება „ბოინგ 737-700“, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 767” ტიპის ავიახომალდებით.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.