https://sputnik-georgia.com/20250319/tambaqos-mwarmoeblebs-2026-wlamde-ar-daajarimeben-292561028.html
თამბაქოს მწარმოებლებს 2026 წლამდე არ დააჯარიმებენ
თამბაქოს მწარმოებლებს 2026 წლამდე არ დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
ლიცენზიის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნაა თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების აღჭურვა. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T11:49+0400
2025-03-19T11:49+0400
2025-03-19T11:49+0400
საქართველო
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268042489_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_a3bd13d87fe88cde5a9fd8b69d614a5c.jpg
თბილისი, 19 мар — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ საწარმოებს ლიცენზიის გარეშე მუშაობა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლებათ.თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის წარმოების სავალდებულო ლიცენზირება 2024 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა. ლიცენზიის არქონა ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასი ლარის ოდენობით.„თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, კომპანიები ლიცენზიის არქონის გამო მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე არ დაჯარიმდებიან.კანონმდებლების განმარტებით, ბიზნესს მეტი დრო უნდა მიეცეს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესაძენად, რადგანაც საქართველოში მათი შეძენა შეუძლებელია და ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.ლიცენზიის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნაა თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების აღჭურვა.კანონი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268042489_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_baa703095a0e49b2213711834710a2ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
თამბაქოს მწარმოებლებს 2026 წლამდე არ დააჯარიმებენ
ლიცენზიის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნაა თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების აღჭურვა.
თბილისი, 19 мар — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელ საწარმოებს ლიცენზიის გარეშე მუშაობა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლებათ.
თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის წარმოების სავალდებულო ლიცენზირება 2024 წლის ზაფხულში ამოქმედდა და ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა. ლიცენზიის არქონა ითვალისწინებს ჯარიმას 50 ათასი ლარის ოდენობით.
„თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, კომპანიები ლიცენზიის არქონის გამო მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე არ დაჯარიმდებიან.
კანონმდებლების განმარტებით, ბიზნესს მეტი დრო უნდა მიეცეს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის აღჭურვილობის შესაძენად, რადგანაც საქართველოში მათი შეძენა შეუძლებელია და ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ლიცენზიის მისაღებად სავალდებულო მოთხოვნაა თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების აღჭურვა.
კანონი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც მას პრეზიდენტი მოაწერს ხელს და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.