https://sputnik-georgia.com/20250319/tamashdeba-tuara-upaso-samgzavro-barati-292580100.html
თამაშდება თუ არა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი? სატრანსპორტო კომპანიის განმარტება
თამაშდება თუ არა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი? სატრანსპორტო კომპანიის განმარტება
Sputnik საქართველო
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T21:00+0400
2025-03-19T21:00+0400
2025-03-19T21:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249136641_869:810:3067:2047_1920x0_80_0_0_7aa59de313f55e90d21c91f5c244d728.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანია უფასო წლიური სამგზავრო ბარათის გათამაშების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.როგორც კომპანიაში განმარტეს, ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცეში სხვადასხვა ყალბ გვერდზე კვლავ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოსდა თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს. სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა.თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან გადავიდა.თბილისში მოქმედი სამგზავრო აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.ამასთან, ერთჯერადი მგზავრობის საფასური 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/04/249136641_1099:734:2850:2047_1920x0_80_0_0_8b962b05a7d2143516c2d483d3eb822f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თამაშდება თუ არა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი? სატრანსპორტო კომპანიის განმარტება
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის სატრანსპორტო კომპანია უფასო წლიური სამგზავრო ბარათის გათამაშების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
როგორც კომპანიაში განმარტეს, ბოლო პერიოდში ინტერნეტ-სივრცეში სხვადასხვა ყალბ გვერდზე კვლავ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოსდა თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას“, -აღნიშნულია განცხადებაში.
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან გადავიდა.
თბილისში მოქმედი სამგზავრო აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.
ამასთან, ერთჯერადი მგზავრობის საფასური 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარია.