https://sputnik-georgia.com/20250319/qartvel-jurnalistebs-moskovsda-da-peterburgsi-forumze-iwveven-292582477.html
ქართველ ჟურნალისტებს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ფორუმზე იწვევენ
ქართველ ჟურნალისტებს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ფორუმზე იწვევენ
Sputnik საქართველო
მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მულტიმედიური პროექტი ტექსტის, ფოტოს, ანიმაციის ან ვიდეოს სახით. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T21:39+0400
2025-03-19T21:39+0400
2025-03-19T21:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251880919_0:64:2886:1687_1920x0_80_0_0_7ed9a112c043656ae703370e5ef318dd.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რიგით მე-19 საერთაშორისო მედიაფორუმი „კულტურების დიალოგი" მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტის გრანტების ფონდის, ფონდ Русский мир-ისა და და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მხარდაჭერით 19-26 მაისის პერიოდში გაიმართება.მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მედიაფორუმის გახსნის ცერემონია მოსკოვში 2025 წლის 19 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მედიასაშუალებების 18-დან 35 წლამდე წარმომადგენლები, ფოტოჟურნალისტები, რეჟისორ-დოკუმენტალისტები, მედია-მხატვრები და ბლოგერები რუსეთიდან და ევრაზიის ქვეყნებიდან.ფორუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა ფოტოპროექტების, ბილბორდების, აფიშების მულტიმედიური გამოფენა, ასევე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, ბლოგების, ვიდეო სქრინსეივერების ფესტივალი, რომელთა თემაც იქნება „ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ“.22-დან 23 მაისამდე ფორუმი გაგრძელდება სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმში, სადაც გაიმართება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების, ვებ-სერიალების, სატელევიზიო სიუჟეტების, ბლოგების, პლაკატებისა და აფიშების ფესტივალი და ფოტოგამოფენა, რომელიც გაერთიანდება თემის „მე აქ ვცხოვრობ" ირგვლივ.მონაწილეებს შესაძლებობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი მულტიმედიური პროექტი ტექსტის, ფოტოს, ანიმაციის ან ვიდეოს სახით, რომელშიც გაშუქებული იქნება ისტორიები საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენების, ადამიანებისა და ახალი რეალობის შესახებ.„ჩვენ გავიმარჯვეთ ერთად" და „მე აქ ვცხოვრობ" კონკურსების საერთო ტექნიკური მოთხოვნებია: მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 13 წუთს, ვიდეორგოლის - 3 წუთს. ფოტოები (ან ფოტოების სერია - 10 ერთეული) უნდა გაიგზავნოს სრული გარჩევადობით, რათა შესაძლებელი იყოს გამოფენისთვის მსხვილი ფორმატით დაბეჭდვა“, - ნათქვამია ფორუმის პირობებში.ასევე, ფორუმის წინა დღეს გაიხსნება „დიალოგის“ ამსახველი ნამუშევრების კონკურსი.დაინტერესებულმა პირებმა კონკურსებზე „ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ“ და „მე აქ ვცხოვრობ“ ნამუშევრები 2025 წლის 20 აპრილამდე უნდა გააგზავნონ. ფორუმის თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევრების ავტორები მიწვეული იქნებიან საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯზე.ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მონაწილეობის პირობები და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ღონისძიების ვებგვერდზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251880919_155:0:2886:2048_1920x0_80_0_0_1967121cecaf253581dc4a9c93361f2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ქართველ ჟურნალისტებს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ფორუმზე იწვევენ
მონაწილეებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მულტიმედიური პროექტი ტექსტის, ფოტოს, ანიმაციის ან ვიდეოს სახით.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. რიგით მე-19 საერთაშორისო მედიაფორუმი „კულტურების დიალოგი" მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში პრეზიდენტის გრანტების ფონდის, ფონდ Русский мир-ისა და და რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის მხარდაჭერით 19-26 მაისის პერიოდში გაიმართება.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი მედიაფორუმის გახსნის ცერემონია მოსკოვში 2025 წლის 19 მაისს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მედიასაშუალებების 18-დან 35 წლამდე წარმომადგენლები, ფოტოჟურნალისტები, რეჟისორ-დოკუმენტალისტები, მედია-მხატვრები და ბლოგერები რუსეთიდან და ევრაზიის ქვეყნებიდან.
ფორუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა ფოტოპროექტების, ბილბორდების, აფიშების მულტიმედიური გამოფენა, ასევე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური, ანიმაციური ფილმების, ბლოგების, ვიდეო სქრინსეივერების ფესტივალი, რომელთა თემაც იქნება „ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ“.
„თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ თქვენი მულტიმედიური პროექტი ფოტო, ანიმაცია ან ვიდეო ფორმატში, რომელიც მოიცავს საქართველოს მონაწილეობას დიდ სამამულო ომში (მეორე მსოფლიო ომი). კონკურსის„ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ“ კატეგორიებში „ფოტო“, „ვიდეო“, „ანიმაცია“ საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ. ისინი ასვე გაივლიან ერთკვირიან სტაჟირებას რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მედიასაშუალებასა და კინოცენტრში", - აცხადებენ ორგანიზატორები.
22-დან 23 მაისამდე ფორუმი გაგრძელდება სახელმწიფო ერმიტაჟის მუზეუმში, სადაც გაიმართება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების, ვებ-სერიალების, სატელევიზიო სიუჟეტების, ბლოგების, პლაკატებისა და აფიშების ფესტივალი და ფოტოგამოფენა, რომელიც გაერთიანდება თემის „მე აქ ვცხოვრობ" ირგვლივ.
მონაწილეებს შესაძლებობა ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი მულტიმედიური პროექტი ტექსტის, ფოტოს, ანიმაციის ან ვიდეოს სახით, რომელშიც გაშუქებული იქნება ისტორიები საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენების, ადამიანებისა და ახალი რეალობის შესახებ.
„ჩვენ გავიმარჯვეთ ერთად" და „მე აქ ვცხოვრობ" კონკურსების საერთო ტექნიკური მოთხოვნებია: მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 13 წუთს, ვიდეორგოლის - 3 წუთს. ფოტოები (ან ფოტოების სერია - 10 ერთეული) უნდა გაიგზავნოს სრული გარჩევადობით, რათა შესაძლებელი იყოს გამოფენისთვის მსხვილი ფორმატით დაბეჭდვა“, - ნათქვამია ფორუმის პირობებში.
ასევე, ფორუმის წინა დღეს გაიხსნება „დიალოგის“ ამსახველი ნამუშევრების კონკურსი.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსებზე „ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ“ და „მე აქ ვცხოვრობ“ ნამუშევრები 2025 წლის 20 აპრილამდე უნდა გააგზავნონ. ფორუმის თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ნამუშევრების ავტორები მიწვეული იქნებიან საორგანიზაციო კომიტეტის ხარჯზე.
ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მონაწილეობის პირობები და განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ღონისძიების ვებგვერდზე.