ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდება - ეროვნული ბანკის მონაცემები

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2025
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-თებერვალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,6%-ით შემცირდა და 494,7 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2025 წლის იანვარი-თებერვალი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

94,6

19,4

იტალია

90,6

2,7

რუსეთი

55,8

-57,01

ისრაელი

43

12,3

გერმანია

39,7

13,8

იანვარ-თებერვალში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 94,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,1%-ია. 2025 წლის იანვარში რუსეთიდან 57%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.
თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის თებერვალში 7,3%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 252,3 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2025 წლის თებერვალი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

აშშ

47,3

14,8

იტალია

44,4

0,9

რუსეთი

30,3

-51,3

ისრაელი

30,3

48,5

გერმანია

20,3

9,8

თებერვალში რუსეთიდან 30,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 12%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 51,3%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14,3%-ით მეტია.
2025 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 57 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ყველა ახალი ამბავი
0