https://sputnik-georgia.com/20250319/gilauris-kompaniam-ashsh-lobisturi-kompania-daiqirava-292568099.html
საქართველოს ექს-პრემიერმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა
საქართველოს ექს-პრემიერმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა
Sputnik საქართველო
ლობისტურმა კომპანიამ ყოფილი პრემიერის კომპანიას, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მისცეს რჩევები პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიების შესახებ. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T15:00+0400
2025-03-19T15:00+0400
2025-03-19T15:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_0:220:2175:1443_1920x0_80_0_0_c0a238d5e1cb70549cd7fe4123d82be8.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართევლობის პერიოდის პრემიერ-მინისტრ, ამჟამად ბიზნესმენ ნიკა გილაურის კუთვნილმა კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის (FARA) მოთხოვნის შესაბამისად გამოქვეყნდა.ხელშეკრულების თანახმად, Reformatics-მა უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 13 მარტს.გილაური საქართველოს მთავრობას 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში ედგა სათავეში. შემდეგ მან დააარსა საკონსულტაციო კომპანია Reformmatics.გილაურის სახელი მედიაში კვლავ გამოჩნდა 2023 წლის მარტში, როდესაც ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით თავად გილაურმა უარყო და მას სიცრუე უწოდა.2025 წლის დეკემბერში კი გილაურმა არასამთავრობო ორგანიზაცია Prosperity Georgia-ს პლატფორმაზე შექმნა ანტისამთავრობო აქციების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდი და პირველი შენატანი 100 ათასი ლარი თავად განახორციელა.თუმცა, 17 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ხუთი ორგანიზაციის, რომელთა შორისაა Prosperity Georgia, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც, გამოძიების თანახმად, საპროტესტო აქციების დროს უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის გროვდებოდა და გაიცემოდა თანხები. პროკურატურის ინფორმაციით, ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევდა კანონდამრღვევებსა და მათი ოჯახის წევრებს. თანხები ასევე ხმარდებოდა ჯარიმების გადახდას - საუბარია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯულ 2 მილიოზე მეტ ლარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283215243_111:0:2175:1548_1920x0_80_0_0_2e433b1cd381d30a0438cfccdd47e5b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს ექს-პრემიერმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა
ლობისტურმა კომპანიამ ყოფილი პრემიერის კომპანიას, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მისცეს რჩევები პოლიტიკური და საკომუნიკაციო სტრატეგიების შესახებ.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართევლობის პერიოდის პრემიერ-მინისტრ, ამჟამად ბიზნესმენ ნიკა გილაურის კუთვნილმა კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 ათასი დოლარი უნდა გადაიხადოს.
ინფორმაცია აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის (FARA) მოთხოვნის შესაბამისად გამოქვეყნდა.
ხელშეკრულების თანახმად, Reformatics-მა უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.
„კლიენტი ვალდებულებას იღებს გადაუხადოს კომპანიას, ჯამში, 600 ათასი დოლარი. პირველი გადახდა 200 ათასი დოლარის ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 ათასი დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.
კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 13 მარტს.
გილაური საქართველოს მთავრობას 2009 წლის თებერვლიდან 2012 წლის ივნისამდე პერიოდში ედგა სათავეში. შემდეგ მან დააარსა საკონსულტაციო კომპანია Reformmatics.
გილაურის სახელი მედიაში კვლავ გამოჩნდა 2023 წლის მარტში, როდესაც ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით თავად გილაურმა უარყო და მას სიცრუე უწოდა.
2025 წლის დეკემბერში კი გილაურმა არასამთავრობო ორგანიზაცია Prosperity Georgia-ს პლატფორმაზე შექმნა ანტისამთავრობო აქციების დროს დაზარალებულთა დასახმარებლად ფონდი და პირველი შენატანი 100 ათასი ლარი თავად განახორციელა.
თუმცა, 17 მარტს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ხუთი ორგანიზაციის, რომელთა შორისაა Prosperity Georgia, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც, გამოძიების თანახმად, საპროტესტო აქციების დროს უკანონო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის გროვდებოდა და გაიცემოდა თანხები.
პროკურატურის ინფორმაციით, ფონდი მატერიალურ დახმარებას უწევდა კანონდამრღვევებსა და მათი ოჯახის წევრებს. თანხები ასევე ხმარდებოდა ჯარიმების გადახდას - საუბარია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე დახარჯულ 2 მილიოზე მეტ ლარზე.