https://sputnik-georgia.com/20250319/gela-uzilaurs-patimroba-sheeparda-292567873.html
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ - „სოხუმსკის“ ძმაა. 19.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-19T13:21+0400
2025-03-19T13:21+0400
2025-03-19T13:50+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_2209b3d3e754b75977be7026d5078c99.jpg
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მკვლელობა ვაკეში 14 მარტს, 23:30 საათზე მოხდა. მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმაა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ მიიღო. პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამასთან, ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 ათას ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ 14-ჯერ გაისროლა. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის იარაღი, სავარაუდოდ, განადგურებულია. პროკურორის ინფორმაციით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული. დაცვის მხარის მტკიცებით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს, რადგან მან ყველა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო. გამოძიების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ჯანგველაძეს და მის თანხმლებ პირს. სროლის დროს ასევე სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლევან ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი 17 მარტს, სამგორის რაიონში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. გელა უძილაურს ბრალდება სსკ-ის 19.109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/08/287218204_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_57a722f55409d8bc3a05133ba5d42972.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისის საქალაქო სასამართლო
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისის საქალაქო სასამართლო
ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობისთვის დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
13:21 19.03.2025 (განახლებულია: 13:50 19.03.2025) მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ - „სოხუმსკის“ ძმაა.
თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ გელა უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მკვლელობა ვაკეში 14 მარტს, 23:30 საათზე მოხდა. მოკლული ლევან ჯანგველაძე ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ მერაბ ჯანგველაძის (მეტსახელად „სოხუმსკის“) ძმაა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა ჯანგველაძის თანმხლები პირი.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მახარობლიძემ მიიღო. პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამასთან, ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 ათას ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა.
როგორც სხდომაზე საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა განაცხადა, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძისა და მისი პირადი მძღოლის გია ჩადუნელის მიმართ 14-ჯერ გაისროლა. მისი თქმით, დანაშაულის ჩადენის იარაღი, სავარაუდოდ, განადგურებულია.
პროკურორის ინფორმაციით, უძილაური წარსულში ძალადობრივი ქმედებისთვისაა ნასამართლევი და მის მიმართ პირობითი მსჯავრი იყო გამოყენებული.
დაცვის მხარის მტკიცებით, უძილაურის მხრიდან ახალი დანაშაულის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხეები არ არსებობს, რადგან მან ყველა საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა ნებაყოფლობით მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ჯანგველაძეს და მის თანხმლებ პირს. სროლის დროს ასევე სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნა იქვე მყოფ სხვა მოქალაქეებს.
მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ლევან ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი 17 მარტს, სამგორის რაიონში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
გელა უძილაურს ბრალდება სსკ-ის 19.109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადნილი ორის პირის მიმართ, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.