https://sputnik-georgia.com/20250318/kazaxetshi-levan-varshalomidze-daakaves-292559232.html
ბეჟაშვილი: ჩვენი ინფორმაციით ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს
ბეჟაშვილი: ჩვენი ინფორმაციით ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. 18.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-18T20:15+0400
2025-03-18T20:15+0400
2025-03-18T20:14+0400
საქართველო
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23276/11/232761150_0:4:1000:567_1920x0_80_0_0_7cb61284602a05d75c77560763de2b1f.jpg
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე დააკავეს, აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დაუდასტურა.გავრცელებული ინფორმაციით, ვარშალომიძე აეროპორტში, საზღვრის კვეთისას დააკავეს.ბეჟუაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, მან ქვეყანა დატოვა და უკრაინაში წავიდა. 2020 წლის მარტში ვარშალომიძე უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დანიშნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23276/11/232761150_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_cea72b9fd33c2a9514f66427aa3c0a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ბეჟაშვილი: ჩვენი ინფორმაციით ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა.
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, მეათე მოწვევის საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ვარშალომიძე დააკავეს, აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვარშალომიძე აეროპორტში, საზღვრის კვეთისას დააკავეს.
ბეჟუაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.
„ჩვენი ინფორმაციით ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს 2004 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, მან ქვეყანა დატოვა და უკრაინაში წავიდა. 2020 წლის მარტში ვარშალომიძე უკრაინის ეროვნული საინვესტიციო საბჭოს მდივნად დანიშნეს.