https://sputnik-georgia.com/20250314/maka-boworisvili-saqartvelosi-israelis-elcs-sexvda-ra-ganixiles-mxareebma-292486542.html
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
Sputnik საქართველო
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. 14.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-14T11:54+0400
2025-03-14T11:54+0400
2025-03-14T11:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_56fecd9f72431d366ff171f6afe0e99a.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და ისრაელელი ხალხის ისტორიული მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას ეფუძნება. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ნაყოფიერი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ტურიზმი, კულტურა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის ისრაელი ერთ-ერთი მოწინავე. საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291593380_58:0:1197:854_1920x0_80_0_0_8354d8c596fa4ac6051c215f14df6c48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ისრაელი
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა: რა განიხილეს მხარეებმა
მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და ისრაელელი ხალხის ისტორიული მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას ეფუძნება.
„საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ნაყოფიერი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ტურიზმი, კულტურა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის ისრაელი ერთ-ერთი მოწინავე.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.