https://sputnik-georgia.com/20250312/policiam-narkodanashaulistvis-23-piri-daakava-292465693.html
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 23 პირი დააკავა, მათგან 14 ნარკორეალიზატორია
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 23 პირი დააკავა, მათგან 14 ნარკორეალიზატორია
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 12.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-12T13:43+0400
2025-03-12T13:43+0400
2025-03-12T13:43+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_0:302:2071:1467_1920x0_80_0_0_229b601dbf98bf879c248d3980f9ac0d.jpg
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირი დააკავეს, რომელთა შორის 14 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის, საფრანგეთის, მოლდოვას, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 24-დან 42 წლამდე მერყეობს, არიან წარსულში ნასამართლევი პირები.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, უკანონოდ გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე 14 ადამიანია დაკავებული, კიდევ 9 პირი - დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად არის ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1b/259938783_284:294:1854:1472_1920x0_80_0_0_69b05245e5ae3761b71170827e166a73.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 23 პირი დააკავა, მათგან 14 ნარკორეალიზატორია
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 12 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, იმერეთსა და შიდა ქართლში ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 23 პირი დააკავეს, რომელთა შორის 14 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის, საფრანგეთის, მოლდოვას, რუსეთისა და ირანის მოქალაქეები.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 24-დან 42 წლამდე მერყეობს, არიან წარსულში ნასამართლევი პირები.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, უკანონოდ გასაღების, გასაღების მცდელობისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე 14 ადამიანია დაკავებული, კიდევ 9 პირი - დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად არის ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 262-ე, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.