ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა ქალთა უფლებების დასაცავად

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2025
გამოწერა
ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეს არის გამოცხადებული.
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში.
დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც უქმედ არის გამოცხადებული.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქვეყნის განვითარებაში, მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას.
„მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვ.", - წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.
სახალხო დამცველის განცხადებუთ, ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება, ასევე გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორის – საქართველოშიც. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად ზეიმობენ.
ყველა ახალი ამბავი
0