ჯანდაცვის მინისტრმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს 8 მარტი მიულოცა

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2025
გამოწერა
ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეს არის გამოცხადებული.
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ქალთა დღე მიულოცა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც უქმედ არის გამოცხადებული.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, მათი როლი ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მინისტრმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნისთვის მადლობა გადაუხადა.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ, მათ შორის – საქართველოშიც. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად ზეიმობენ.
ყველა ახალი ამბავი
0