https://sputnik-georgia.com/20250308/jandacvis-ministrma-qalta-penitenciur-dawesebulebasi-qalebs-8-marti-miuloca-292422461.html
ჯანდაცვის მინისტრმა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს 8 მარტი მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს 8 მარტი მიულოცა
Sputnik საქართველო
ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეს არის გამოცხადებული. 08.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-08T19:02+0400
2025-03-08T19:02+0400
2025-03-08T19:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_0:0:1776:999_1920x0_80_0_0_eaa96e44434347a7cbd06a315d14e09a.jpg
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად, რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს 8 მარტი მიულოცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, მსჯავრდადებულებს ადგილზე სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურება გაეწიათ, მათ შორის სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება. კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალებმა C და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა, ძუძუს, კოლორექტული კიბოს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარეს. როგორც სარჯველაძემ განმარტა, დაავადების უსიმპტომო სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალსა და ცხოვრების ხარისხს. სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები 200-მდე მსჯავრდებულს გაეწია. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ბოლო მონაცემებით 400-მდე პატიმარი ქალი იმყოფება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ყოველწლიურად აღნიშნავენ. დღესასწაული, როგორც გაზაფხულისა და სიყვარულის სიმბოლო, მდიდარია ტრადიციებით, თუმცა ყველაზე მთავარი — ქალისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებაა. 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად ზეიმობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_61:0:1578:1138_1920x0_80_0_0_f2819b54a9003b291ff0ad19e760e3bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სპეციალური პენიტენციური სამსახური
ჯანდაცვის მინისტრმა ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს 8 მარტი მიულოცა
ქალთა დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. 8 მარტი საქართველოში უქმე დღეს არის გამოცხადებული.
თბილისი, 8 მარტი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძესთან ერთად, რუსთავის მე-5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალებს 8 მარტი მიულოცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, მსჯავრდადებულებს ადგილზე სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურება გაეწიათ, მათ შორის სკრინინგი და ექიმ-სპეციალისტების მომსახურება.
კერძოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქალებმა C და B ჰეპატიტის სკრინინგული კვლევა, ძუძუს, კოლორექტული კიბოს და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩაიტარეს.
როგორც სარჯველაძემ განმარტა, დაავადების უსიმპტომო სტადიაზე დადგენა მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და აუმჯობესებს გამოსავალსა და ცხოვრების ხარისხს.
სხვადასხვა სახის არაგეგმური სამედიცინო მომსახურებები 200-მდე მსჯავრდებულს გაეწია.
საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ბოლო მონაცემებით 400-მდე პატიმარი ქალი იმყოფება.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ყოველწლიურად აღნიშნავენ.
დღესასწაული, როგორც გაზაფხულისა და სიყვარულის სიმბოლო, მდიდარია ტრადიციებით, თუმცა ყველაზე მთავარი — ქალისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებაა.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად ზეიმობენ.