https://sputnik-georgia.com/20250306/saqartvelo-berlinis-saertasoriso-turistul-gamofenasi-monawileobs-292397156.html
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
ITB Berlin -ზე წარმოდგენილ საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს 06.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-06T14:39+0400
2025-03-06T14:39+0400
2025-03-06T14:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
გერმანია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689881_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_822d3aafafe382bf4ebeef1623c10ae2.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გერმანიში, ITB Berlin-ის სამდღიან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. მაია ომაძე მოლაპარაკებებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, PR კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით. გამოფენაში მონაწილეობენ ქართული კომპანიები: „ჯინო სისაიდ თბილისი“, „თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი უინდჰემ“, „პრომეთე ვოიაჟი“, „ომნესტური“, „სილქ ჰოსფითალითი“, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, „ლივინგ რუთსი“, „ვაიმე თრეველ ჯორჯია“ (Vaime Travel), „კავკასუს თრველი“, „ვიზიტ ჯორჯია“, სასტუმრო „ორბი სითი“, „ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“, „გეორგიკა თრეველი“, „ჯორჯია ინსაითი“, „ჯორჯიან კაპიტალი“, „ჯორჯიან ინსაიდერი“, „ჯორჯიან თრეველ გრუპი“, „ეგზოტური“ და „მით ინ ჯორჯია“. ITB Berlin-ის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან გამართეს. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ. გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. წლევანდელ ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდმოგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. 2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იყო.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0a/275689881_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_9864a116dfb401544424bd13bc1962af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გერმანია , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, გერმანია , ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
ITB Berlin -ზე წარმოდგენილ საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან, იუწყება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
გერმანიში, ITB Berlin-ის სამდღიან საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 20-მდე კომპანიაა წარმოდგენილი.
„ITB Berlin-ზე ვიმყოფებით. ჩვენთან ერთად კერძო სექტორიდან 20-მდე ბიზნესი, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარმოდგენილი გამოფენაზე, სადაც მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო კომპანიები და მედიასაშუალებები მონაწილეობენ, რომ თავიანთ ქვეყნებს გაუწიონ პოპულარიზაცია", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, რომელიც ITB Berlin-ის გამოფენას ესწრება.
მაია ომაძე მოლაპარაკებებს მართავს მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების, PR კომპანიებისა და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.
გამოფენაში მონაწილეობენ ქართული კომპანიები: „ჯინო სისაიდ თბილისი“, „თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი უინდჰემ“, „პრომეთე ვოიაჟი“, „ომნესტური“, „სილქ ჰოსფითალითი“, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, „ლივინგ რუთსი“, „ვაიმე თრეველ ჯორჯია“ (Vaime Travel), „კავკასუს თრველი“, „ვიზიტ ჯორჯია“, სასტუმრო „ორბი სითი“, „ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“, „გეორგიკა თრეველი“, „ჯორჯია ინსაითი“, „ჯორჯიან კაპიტალი“, „ჯორჯიან ინსაიდერი“, „ჯორჯიან თრეველ გრუპი“, „ეგზოტური“ და „მით ინ ჯორჯია“.
ITB Berlin-ის ფარგლებში, თანამშრომლობის მიზნით, ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან გამართეს.
საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ ტურისტულ პროდუქტებსა და ქართულ ღვინოს, ინფორმაცია მიიღონ ტურისტული სერვისებისა და მიმართულებების შესახებ.
გამოფენაზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
წლევანდელ ITB Berlin-ზე 190 ქვეყანაა წარდმოგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ITB Berlin-ის გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.
2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იყო.