https://sputnik-georgia.com/20250304/xuloshi-mecheti-daiwva-292339376.html
ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა
ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა
Sputnik საქართველო
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T10:29+0400
2025-03-04T10:29+0400
2025-03-04T10:29+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ტურიზმი საქართველოში
აჭარა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380027_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_95374b8773ee925e7a985402fd8e0376.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის შედეგად მეჩეთი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".ხანძარი მეჩეთში 3 მარტის საღამოს გაჩნდა.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა - ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ საციხურში არსებული ხის მეჩეთი თავდაპირველად სოფელ პაქსაძეებში ააგეს XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში. 1828 წელს მეჩეთი დაანგრიეს და სამ სოფელზე - დიდაჭარა, პაქსაძეები და ბეღლეთი - გაანაწილეს.2002 წელს დიდაჭარაში ახალი მეჩეთი ააგეს, ხოლო ძველი ხის მეჩეთი ადგილობრივმა მრევლმა საჩუქრად სოფელ საციხურს გადასცა. საციხურის მეჩეთს აქვს ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. მეჩეთს გარს აკრავს ხის ღობე. საციხურის ხის მეჩეთს აქვს მიჰრაბი, მინბარი, გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური კონსტრუქცია. საციხურის ხის მეჩეთი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.სწორედ ამიტომ 2006 წლის 7 ნოემბერს საციხურის მეჩეთს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252380027_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_780018b653787e74721c258b02c1e0c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ტურიზმი საქართველოში, აჭარა , ახალი ამბები
ხულოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეჩეთი დაიწვა
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში ხანძრის შედეგად მეჩეთი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
ხანძარი მეჩეთში 3 მარტის საღამოს გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა - ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
საციხურის მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა.
აჭარის ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ საციხურში არსებული ხის მეჩეთი თავდაპირველად სოფელ პაქსაძეებში ააგეს XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში. 1828 წელს მეჩეთი დაანგრიეს და სამ სოფელზე - დიდაჭარა, პაქსაძეები და ბეღლეთი - გაანაწილეს.
2002 წელს დიდაჭარაში ახალი მეჩეთი ააგეს, ხოლო ძველი ხის მეჩეთი ადგილობრივმა მრევლმა საჩუქრად სოფელ საციხურს გადასცა. საციხურის მეჩეთს აქვს ქართული კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიათებელი ხის ჩუქურთმები, ხეზე კვეთის ნიმუშები, გამორჩეული ორნამენტები და უნიკალური კაკლის კარი. მეჩეთს გარს აკრავს ხის ღობე. საციხურის ხის მეჩეთს აქვს მიჰრაბი, მინბარი, გუმბათი და სახურავზე მინარეთისებური კონსტრუქცია. საციხურის ხის მეჩეთი ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.
სწორედ ამიტომ 2006 წლის 7 ნოემბერს საციხურის მეჩეთს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.