https://sputnik-georgia.com/20250304/germaniashi-qartuli-gvinis-popularizacia-gagrzeldeba-292341667.html
გერმანიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია წელსაც გაგრძელდება
გერმანიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია წელსაც გაგრძელდება
Sputnik საქართველო
გერმანია ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში. 04.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-04T13:49+0400
2025-03-04T13:49+0400
2025-03-04T13:49+0400
საქართველო
გერმანია
ღვინის ეროვნული სააგენტო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_2a737823f14d05454c976c2467d62e99.jpg
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენა ProWein Dusseldorf-ზე, რომელიც ქალაქ დუსელდორფში 16-18 მარტს გაიმართება, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში. გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი, ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედიაკამპანიები. გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში. ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში.მიმდინარე წელს გერმანიის გარდა, ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.როგორც ადრე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება. კერძოდ, 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემებს (16 მლნ ლარს) 1,4 მლნ ლარით აღემატება.ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. 2024 წელს ექსპორტირებული იყო 1,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით მეტია.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283524732_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d0e4d5f6798ca7ef2df4fc08bb765c0e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, გერმანია , ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
გერმანიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია წელსაც გაგრძელდება
გერმანია ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენა ProWein Dusseldorf-ზე, რომელიც ქალაქ დუსელდორფში 16-18 მარტს გაიმართება, ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.
2025 წელს გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანია განხორციელდება, რომელსაც მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ი უხელმძღვანელებს - კამპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით განხორციელდება.
გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი, ღვინის მომხმარებელი ქვეყანა და ამავე დროს, ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია.
კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის გაიმართება. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო გამოფენებზე, განხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედიაკამპანიები. გარდა ამისა, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობით, შესაძლებელი გახდა ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციას სტრატეგიულად საექსპორტო ქვეყნებში.
მიმდინარე წელს გერმანიის გარდა, ქართული ღვინო აქტიურად იქნება წარმოდგენილი შემდეგ სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
როგორც ადრე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე გაზრდილი ბიუჯეტით გაგრძელდება. კერძოდ, 2025 წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი 17,4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მონაცემებს (16 მლნ ლარს) 1,4 მლნ ლარით აღემატება.
ღვინო საქართველოს ექსპორტირებულ საქონელს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და მთლიანი ექსპორტის 4,2%-ს შეადგენს. 2024 წელს ექსპორტირებული იყო 1,3 მლნ-მდე ლიტრი ღვინო, რაც, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით მეტია.