https://sputnik-georgia.com/20250303/kaladzis-gancxadeba-samshoblos-galatis-muxlis-agdgenaze-292331683.html
რატომ არის მნიშვნელოვანი „სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენა? კალაძის განმარტება
რატომ არის მნიშვნელოვანი „სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენა? კალაძის განმარტება
Sputnik საქართველო
მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო 03.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-03T16:15+0400
2025-03-03T16:15+0400
2025-03-03T16:15+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_30ab2a8de3afacb93ccf5aaa620de20a.jpg
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მნიშვნელოვანია „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რათა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მოხდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო - სსკ-ში „სამშობლო ღალატის“ მცნება დაბრუნდება 2007 წლამდე არსებული რედაქციით და მხოლოდ მუხლის სათაური შეიცვლება. როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, „სამშობლოს ღალატის" მუხლი ხელისუფლებაში მყოფმა ყოფილმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სისხლის სამართლის კოდექსიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ამოიღო. მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება მნიშვნელოვანია, რათა 2008 წლის აგვისტოს ქმედებებს შესაბამისი გამოძიება მოჰყვეს. „აღნიშნული მუხლის აღდგენა მნიშვნელოვანია, რათა ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანას უღალატა, დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები თავისი უგუნური ქმედებების შედეგად, გაეცეს შესაბამისი პასუხები“, - განაცხადა კალაძემ.2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება არის ასევე იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელზედ უნდა იმუშაოს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც პარლამენტში თებერვალში შეიქმნა, რათა შეისწავლოს 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა. როგორ ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომი გააჩაღა საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რაც მათ თავად დაადასტურეს ევროსაბჭოს შესაბამისი რეზოლუციისა და შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის დასკვნის მხარდაჭერით, ქართველი და ოსი ხალხი კი ამ კონფლიქტის მსხვერპლი გახდა. 2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი არსებობდა. მისი ამოღების მიზეზად დასახელდა ის, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენდა დეკლარატიულ ნორმას და არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებდა და ასევე ის, რომ მსგავსი მუხლი არ არსებობდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო კანონმდებლობაში. საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა. სახელმწიფო ღალატისთვის ცალკე სასჯელი არ არსებობდა. სასჯელის ვადა განისაზღვრებოდა სსკ-ის კონკრეტული მუხლით, განაჩენის გამოტანისას კი მუხლი უბრალოდ ემატებოდა ბრალდებების ჩამონათვალს. დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, არაკონსტიტუციური შეთანხმებების დადება ან არაკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების ხელყოფა, უცხოურ სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა. მსგავსი დანაშაულების ჩამონათვალში შედის: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ჯაშუშობა, შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და საბოტაჟი. ჩამონათვალშია ასევე უცხო სახელმწიფოს, უცხოური ორგანიზაციის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის დახმარება მტრულ საქმიანობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის პროცედურის დარღვევაში. გარდა ამისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად ასევე აღიქმება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ან მსგავსი ქმედებების სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა. „ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა"„ქართულმა ოცნებამ" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594113_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_42e343da22138045d6533117178aac8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , კახა კალაძე , ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , კახა კალაძე , ქართული ოცნება
რატომ არის მნიშვნელოვანი „სამშობლოს ღალატის” მუხლის აღდგენა? კალაძის განმარტება
მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. მნიშვნელოვანია „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რათა 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მოხდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
მმართველმა პარტიამ სისხლის სამართლის კოდექსში სახელმწიფოს ღალატის მუხლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში მიიღო - სსკ-ში „სამშობლო ღალატის“ მცნება დაბრუნდება 2007 წლამდე არსებული რედაქციით და მხოლოდ მუხლის სათაური შეიცვლება.
როგორც „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, „სამშობლოს ღალატის" მუხლი ხელისუფლებაში მყოფმა ყოფილმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სისხლის სამართლის კოდექსიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ამოიღო.
„სანამ წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნება მნიშვნელოვანია, რათა 2008 წლის აგვისტოს ქმედებებს შესაბამისი გამოძიება მოჰყვეს.
„აღნიშნული მუხლის აღდგენა მნიშვნელოვანია, რათა ყველა კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ქვეყანას უღალატა, დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები თავისი უგუნური ქმედებების შედეგად, გაეცეს შესაბამისი პასუხები“, - განაცხადა კალაძემ.
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება არის ასევე იმ საკითხების ჩამონათვალში, რომელზედ უნდა იმუშაოს დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც პარლამენტში თებერვალში შეიქმნა, რათა შეისწავლოს 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა.
როგორ ადრე საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომი გააჩაღა საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რაც მათ თავად დაადასტურეს ევროსაბჭოს შესაბამისი რეზოლუციისა და შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის დასკვნის მხარდაჭერით, ქართველი და ოსი ხალხი კი ამ კონფლიქტის მსხვერპლი გახდა.
2007 წლის აპრილამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სახელმწიფო ღალატის“ შესახებ ცალკე მუხლი არსებობდა. მისი ამოღების მიზეზად დასახელდა ის, რომ აღნიშნული მუხლი წარმოადგენდა დეკლარატიულ ნორმას და არანაირ იურიდიულ ძალას არ ატარებდა და ასევე ის, რომ მსგავსი მუხლი არ არსებობდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო კანონმდებლობაში.
საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა. სახელმწიფო ღალატისთვის ცალკე სასჯელი არ არსებობდა. სასჯელის ვადა განისაზღვრებოდა სსკ-ის კონკრეტული მუხლით, განაჩენის გამოტანისას კი მუხლი უბრალოდ ემატებოდა ბრალდებების ჩამონათვალს.
დანაშაულები სახელმწიფოს წინააღმდეგ
საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, არაკონსტიტუციური შეთანხმებების დადება ან არაკონსტიტუციური მოლაპარაკებების წარმოება, საქართველოს საგარეო უსაფრთხოების ხელყოფა, უცხოურ სადაზვერვო სამსახურში შესვლა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა.
მსგავსი დანაშაულების ჩამონათვალში შედის: სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, ჯაშუშობა, შეთქმულება ან აჯანყება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის მიზნით, სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონო ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა, კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები და საბოტაჟი.
ჩამონათვალშია ასევე უცხო სახელმწიფოს, უცხოური ორგანიზაციის ან უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციის დახმარება მტრულ საქმიანობაში, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში და სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის პროცედურის დარღვევაში.
გარდა ამისა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად ასევე აღიქმება საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ან მსგავსი ქმედებების სხვა სახის მატერიალური მხარდაჭერა.
„ქართული ოცნება" და „ნაცმოძრაობა"
„ქართულმა ოცნებამ" მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.
2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.
ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას" უწოდებს.
ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.
სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის".