https://sputnik-georgia.com/20250227/premier-opozicia-uamindobis-temit-spekulirebs-292288022.html
პრემიერი: ოპოზიცია უამინდობის თემით სპეკულირებს
პრემიერი: ოპოზიცია უამინდობის თემით სპეკულირებს
Sputnik საქართველო
საქართველო უკვე რამდენიმე დღეა უამინდობის შედეგებს ებრძვის 27.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-27T13:24+0400
2025-02-27T13:24+0400
2025-02-27T13:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292287240_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_c7c1e2f7e60f49190ed48fb77e55e4e7.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სპეკულაცია ოპოზიციის სტილია, ხოლო ხელისუფლება უნდა კონცენტრირდეს დასავლეთ საქართველოში უამინდობის შედეგებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ოპოზიციის განცხადებებით, ხელისუფლება არასაკმარისი ძალისხმევით ებრძვის სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, დიდთოვლობამ აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და გურია დააზარალა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან მაშველები, პოლიცია და ჯარი. საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაცია ვრცელდება იმ საქმეების დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.თოვის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების 600-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია წყლის, ენერგო და გაზმომარაგება. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/1b/292287240_182:0:2002:1365_1920x0_80_0_0_f00b5fa3276486ccfa5f72ce5cf80f6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , სტიქიური მოვლენები
პრემიერი: ოპოზიცია უამინდობის თემით სპეკულირებს
საქართველო უკვე რამდენიმე დღეა უამინდობის შედეგებს ებრძვის
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სპეკულაცია ოპოზიციის სტილია, ხოლო ხელისუფლება უნდა კონცენტრირდეს დასავლეთ საქართველოში უამინდობის შედეგებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაზე, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციის განცხადებებით, ხელისუფლება არასაკმარისი ძალისხმევით ებრძვის სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო, დიდთოვლობამ აჭარა, სამეგრელო, იმერეთი და გურია დააზარალა. სტიქიის შედეგებს ებრძვიან მაშველები, პოლიცია და ჯარი. საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.
„ეს ალბათ არავის უკვირს, მოსალოდნელია, ეს არის ჩვენი ოპონენტების სტილი. მთავარია, რომ ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული საქმეზე. მათი საქმეა სპეკულაციები, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული საქმის კეთებაზე და პრობლემების მოგვარებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასშტაბური სპეკულაცია და დეზინფორმაცია ვრცელდება იმ საქმეების დისკრედიტაციის მიზნით, რომელსაც სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები ასრულებენ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, ექიმებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მოქალაქეთა დასახმარებლად დაუღალავად მუშაობს.
„ამ ხალხის ძალისხმევისთვის ჩრდილის მიყენება არ მოემსახურება საერთო საქმეს და არც რაიმე შედეგის მომტანია. ეს არის წმინდა სპეკულაციები, რომლებიც უსაფუძვლოა და რამდენიმესაათიანი არსებობის პერიოდი აქვს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
თოვის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების 600-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.
დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოში მუშაობა შეწყვიტა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია წყლის, ენერგო და გაზმომარაგება. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“.