https://sputnik-georgia.com/20250226/premierma-angarishi-moismina-292274581.html
რა გაკეთდა სტიქისთან საბრძოლველად - პრემიერმა სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა
რა გაკეთდა სტიქისთან საბრძოლველად - პრემიერმა სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა
Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. 26.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-26T17:00+0400
2025-02-26T17:00+0400
2025-02-26T20:03+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292244371_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_2dec5c2e8cfd17b218dbf385144d8841.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. რამდენიმედღიანმა ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოს რეგიონები - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია დააზარალა - ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების რეისები გააუქმა.განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა გურიის რეგიონში, სადაც სოფლების დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს. გუშინ, საღამოს, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ოზურგეთში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ - უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.გარდა ამისა, სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. . თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან. აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა. დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო. დიდთოვლობას ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ქობულეთში კი 50 წლამდე მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში გაყინული ადგილობრივებმა ნახეს.დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების 600-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად პროცესში თავდაცვის ძალები - პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით ჩაერთო.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი 27 თებერვლამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/19/292244371_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_e64f62aadf304f764c40a4d4b188e3eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
რა გაკეთდა სტიქისთან საბრძოლველად - პრემიერმა სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა
17:00 26.02.2025 (განახლებულია: 20:03 26.02.2025) დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად საკოორდინაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად შექმნილი საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გასული ღამის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა და შტაბის წევრებთან ერთად დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.
რამდენიმედღიანმა ინტენსიურმა თოვამ დასავლეთ საქართველოს რეგიონები - აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, გურია დააზარალა - ჩახერგილია ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები, ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლები, შეფერხებულია ენერგო და გაზმომარაგება. დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების რეისები გააუქმა.
განსაკუთრებით კრიტიკული მდგომარეობაა გურიის რეგიონში, სადაც სოფლების დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარესამყაროს. გუშინ, საღამოს, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ოზურგეთში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდნენ - უახლოეს საათებში დასრულდება სოფელ აცანასა და მიმდებარე სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.
გარდა ამისა, სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის მედიკამენტების მიწოდების, ისე მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის თვალსაზრისით. .
თავდაცვის ძალების სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა ოზურგეთთან დამაკავშირებელი ყველა ცენტრალური გზა. დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინაციით, სხვადასხვა მიმართულებაზე მუშაობენ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები.
საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მხარდასაჭერად თავდაცვის ძალებიდან გამოყოფილია დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სპეციალური ოპერაციების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობების ქვედანაყოფები და სპეციალური ტექნიკური საშუალებები. პროცესს ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში. ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან და დღის განმავლობაში მაქსიმალურად დაკმაყოფილდება თითოეული მცხოვრების საჭიროება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება მათი ევაკუაცია სტიქიის ზონიდან.
აღინიშნა, რომ სტიქიის შედეგად შექმნილი გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით დღის განმავლობაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული კრიტიკულ ლოკაციებზე.
პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს გაწერილი გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ინტენსიური თოვა 22 თებერვალს დაიწყო. დიდთოვლობას ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა - სოფელ კონჭკათში 60 წლამდე მამაკაცი მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა, რა დროსაც სახურავი ჩაინგრა და მამაკაცს.ე.წ. სინკარი დაეცა - იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ქობულეთში კი 50 წლამდე მამაკაცი საკუთარი სახლის ეზოში გაყინული ადგილობრივებმა ნახეს.
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ გურიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თავდაცვის ძალების 600-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. მაშველებმა ათობით ადამიანი უსაფრთხო ადგილზე უკვე გადაიყვანეს.
მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად პროცესში თავდაცვის ძალები - პირადი შემადგენობითა და შესაბამისი ტექნიკით ჩაერთო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი 27 თებერვლამდე შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევი.