https://sputnik-georgia.com/20250226/batumhi-sacxovrebeli-saxlis-kedeli-chamoingra-292262520.html
ბათუმში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა - ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა
ბათუმში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა - ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა
Sputnik საქართველო
მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. მათ სიციცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 26.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-26T14:00+0400
2025-02-26T14:00+0400
2025-02-26T14:00+0400
საქართველო
აჭარა
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006282_0:6:2399:1355_1920x0_80_0_0_9bee47ddd3cc10e8ab2c75ebf4220ce3.jpg
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბათუმში, დიდთოვლობის გამო ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. შემთხვევა იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამონგრეული ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში ორი მოქალაქე იყო მოყოლილი, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264006282_292:0:2107:1361_1920x0_80_0_0_93d5190d4aecc6a44b86dbb8507cdbb7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ბათუმში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა - ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა
მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. მათ სიციცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ბათუმში, დიდთოვლობის გამო ერთ-ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა, მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
შემთხვევა იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ შენობაში ოთხი ოჯახი ცხოვრობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჩამონგრეული ორსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელ სახლში ორი მოქალაქე იყო მოყოლილი, რომლებიც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი, ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ბათუმში, იროდიონ მეტაქსის ქუჩაზე, ჩამოინგრა ავარიული საცხოვრებელი სახლის კედელი და მოქალაქეები ვერ ახერხებენ გამოსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.