https://sputnik-georgia.com/20250225/rodis-chatardeba-praqtikuli-gamocdebi-292233084.html
როდის შეძლებენ მძღოლობის მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას? სააგენტოს განმარტება
როდის შეძლებენ მძღოლობის მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას? სააგენტოს განმარტება
Sputnik საქართველო
მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს მიმართავს გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე - 1272. 25.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-25T10:29+0400
2025-02-25T10:29+0400
2025-02-25T10:29+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/05/290752094_0:104:1600:1004_1920x0_80_0_0_41974759b7b6ad7f3317297af197b9fd.jpg
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობის გამო იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, აპლიკანტებისთვის გავრცელდება სპეციალური შეღავათები, ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიინტენსიური თოვის გამო ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული, ფოთში კი შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი).უწყების ცნობით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პირები გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებულ იმ პირებს კი, ვისაც ეწურებათ 365 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.გარდა ამისა, იმ პირებს, ვისაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ეწურებათ 30-დღიანი ვადა, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.სააგენტო აპლიკანტებს მიმართავს, გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე 1272.საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან - მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/05/290752094_63:0:1538:1106_1920x0_80_0_0_1a2ebda9a9d715dcfb992782f4f94295.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
როდის შეძლებენ მძღოლობის მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას? სააგენტოს განმარტება
მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის აღების მსურველებს მიმართავს გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე - 1272.
თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობის გამო იმ ქალაქებში, სადაც შეფერხებულია ან შესაძლოა შეფერხდეს საგამოცდო პროცესი, აპლიკანტებისთვის გავრცელდება სპეციალური შეღავათები, ნათქვამია მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ინტენსიური თოვის გამო ამ ეტაპზე მომსახურების სააგენტოს ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული, ფოთში კი შეჩერებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი).
„პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე ჩაწერილი კანდიდატების მიმართ დისკვალიფიკაცია არ გავრცელდება და გადახდილი თანხა სრულად შეუნარჩუნდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებული პირები გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რეგისტრირებულ იმ პირებს კი, ვისაც ეწურებათ 365 კალენდარული დღე, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
გარდა ამისა, იმ პირებს, ვისაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ეწურებათ 30-დღიანი ვადა, გამოცდაზე გასვლას შეძლებენ საგამოცდო პროცესის აღდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
სააგენტო აპლიკანტებს მიმართავს, გამოცდაზე გასვლამდე დარეკონ ცხელ ხაზზე 1272.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან - მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.