https://sputnik-georgia.com/20250224/permieri-didtovlobastaqn-dakavshirebit-gancxadebas-aketebs-292231826.html
საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება: პრემიერი რეგიონებში დიდთოვლობასთან დაკავშირებით
საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება: პრემიერი რეგიონებში დიდთოვლობასთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
ბოლო დღეებში მოსულმა თოვლმა მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნა 24.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-24T18:38+0400
2025-02-24T18:38+0400
2025-02-24T18:38+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_0:38:2044:1188_1920x0_80_0_0_5cf4b7e0fb37598cbe1ce854fbf062f1.jpg
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველა ზომას მიიღებს, რათა დიდთოვლობის პირობებში მაქსიმალურად იზრუნოს მოსახლეობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. აჭარაში, გურიასა და სამეგრელოს რეგიონებში უხვმა ნალექმა პორბლემები შექმნა - ინტენსიური თოვის გამო ჩაიხერხა ცენტრალური და შიდასასოფლო გზები, პრობლემები შეიქმნა მოსახლეობის ელექტროენერგიით, წყლითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით.უამინდობის გამო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტსა და ასევე ფოთში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ბათუმის აეროპორტში 8 ავიარეისი გადაიდო. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“. მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან და 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ დიდთოვლობიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის სამუშაოებს.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/02/291208539_207:0:1839:1224_1920x0_80_0_0_3f55a579f35e298d0ed988e91a27011b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება: პრემიერი რეგიონებში დიდთოვლობასთან დაკავშირებით
ბოლო დღეებში მოსულმა თოვლმა მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნა
თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ყველა ზომას მიიღებს, რათა დიდთოვლობის პირობებში მაქსიმალურად იზრუნოს მოსახლეობაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში მესამე დღეა გადაუღებლად თოვს. აჭარაში, გურიასა და სამეგრელოს რეგიონებში უხვმა ნალექმა პორბლემები შექმნა - ინტენსიური თოვის გამო ჩაიხერხა ცენტრალური და შიდასასოფლო გზები, პრობლემები შეიქმნა მოსახლეობის ელექტროენერგიით, წყლითა და ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის კუთხით.
„რამდენიმე რეგიონში არის დიდთოვლობა.საჭიროა ყველა უწყების სრული მობილიზება, რათა ვებრძოლოთ სტიქიის შედეგებს და ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვაზე. შესაბამისი სამსახურების მხრიდან დღესაც არის მაქსიმალური მობილიზება და მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
უამინდობის გამო აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტსა და ასევე ფოთში შეჩერდა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, ბათუმის აეროპორტში 8 ავიარეისი გადაიდო. დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მატარებლების მიმოსვლა შეაჩერა „საქართველოს რკინიგზამაც“.
მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან და 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ დიდთოვლობიდან გამომდინარე შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის სამუშაოებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება. ყინვა, თოვლი და ქარბუქი ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.