სტრატეგიული ობიექტების ნუსხას საერთაშორისო მნიშვნელობის გზები დაემატა
© courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaთბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალი

© courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia
გამოწერა
საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცა
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო მნიშვნელობის გზები შეიყვანა სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, ასევე მათი დაკავება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ექვემდებარება.
საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხა 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცა და ამჯერად ჩამონათვალი გააფართოვა.
დადგენილების თანახმად, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს განეკუთვნება:
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა
საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სსამართლოების ადმინისტრაციული შენობები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს (სათათბირო ორგანო) ან/და მერიის შენობები
საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები
სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაიული შენობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა
საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა
საქართველოს საპატრიარქო
სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი
ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავის ტერმინალ
გაზსაცავი ობიექტი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა (ობიექტი)
გაზშემკრები სადგური
ნავთობ და გაზგადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად
მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი)
ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა
იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოქსიკურ ნივთიერებებს
სახელმწიფო ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი
სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების (BSL) პირველი ან მე-2 დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს განსაკუთრებულად საშიშ ინფექციებსა და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე
თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობები
ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა
შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა
ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი)
რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა
მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი
საერთაშორისო მნიშვნელობის გზები
მეტროპოლიტენი
აეროპორტის ტერიტორია.
ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო, შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთის ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის – ისჯება გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
სტრატეგიული ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 15-წლამდე ვადით. ამ ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 12-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.