https://sputnik-georgia.com/20250221/jandacvis-saministrom-onjkoterapiistvis-gamokvlevis-taripebi-gansazgvra-292203945.html
ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევები და კვლევის ტარიფები განსაზღვრა
ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევები და კვლევის ტარიფები განსაზღვრა
Sputnik საქართველო
მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. 21.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-21T13:00+0400
2025-02-21T13:00+0400
2025-02-21T13:00+0400
საქართველო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_801864c4b2be04d2b73196d2bc452d8b.jpg
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საჭირო გამოკვლევები და ტარიფები ექიმი ონკოლოგებისა და კლინიკების ჩართულობით განისაზღვრა. სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ამასთან, ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. კერძოდ, 100 %-ით ფინანსდება: ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები: ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის მიხედვით, საქართველოში 2024 წლიდან ონკოლოგიურ პაციენტებს უფასო მკურნალობა ეკუთვნით - დაფინანსება მედიკამენტებს, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და ონკოლოგიურ ქირურგიას ფარავს. 2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება. პაციენტებს უფასო მკურნალობა შეუძლიათ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში. საქართველოში კიბოს მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. სახელმწიფოს მიერ ონკოპაციენტებისთვის გამოყოფილი 25 ათასი ლარიანი ლიმიტის გარდა, აფთიაქებში რეცეპტების მიხედვით ცალკე გაიცემა საჭირო მედიკამენტები. 2023 წლიდან ყველა მოქალაქეს მთლიანად უფინანსდება ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ონკოლოგიური ქირურგიის სერვისები. გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო უშუალოდ მწარმოებლებისგან მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის პროცესი. უწყებამ გააფორმა ხელშეკრულებები კომპანიებთან Roche და Novartis და მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 2012 წელს ონკოლოგიური პროგრამისთვის 17 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს ეს თანხა 250 მლნ ლარამდე გაიზარდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, უწყებ რეფერალური კომისიის ფარგლებში პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს განიხილავს. გარდა ამისა, საქართველოს აქვს კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს და სპეციალისტების კონსულტაციას, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262037748_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ae21384c51f0726cc80bb5cc2f69bd7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევები და კვლევის ტარიფები განსაზღვრა
მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საჭირო გამოკვლევები და ტარიფები ექიმი ონკოლოგებისა და კლინიკების ჩართულობით განისაზღვრა.
სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულება ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევებს თავად ადგენდა, ამასთან, ხშირ შემთხვევაში კვლევის ტარიფები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განსხვავებული იყო.
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ბრძანებით, მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.
„ცვლილების შედეგად დადგენილი რეგულაციები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს ონკოთერაპიული სერვისის, როგორც ანაზღაურების, ისე მიწოდების სისტემას. გარდა ამისა, მოწესრიგდა გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად არსებული დავალიანების დაფარვის მექანიზმი, რაც გააუმჯობესებს სამედიცინო პერსონალისა და კლინიკების ფინანსურ მდგრადობას და დადებითად აისახება პაციენტის სერვისის ხარისხზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კერძოდ, 100 %-ით ფინანსდება:
ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები
კრეატინინის განსაზღვრა სისხლში
ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT
ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST
ელექტროლიტები (Ka, Na, Ca)
ღვიძლის ფუნქციური სინჯები – GGT
ქიმიოთერაპიის დროს, პაციენტის საჭიროების გათვალისწინებით, ჩასატარებელი დამატებითი ლაბორატორიული კვლევები:
ალბუმინის განსაზღვრა სისხლში
მაგნიუმის განსაზღვრა სისხლში
ჰორმონოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები:
კრეატინინის განსაზღვრა სისხლში
ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ALT
ღვიძლის ფუნქციური სინჯები – AST
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის მიხედვით, საქართველოში 2024 წლიდან ონკოლოგიურ პაციენტებს უფასო მკურნალობა ეკუთვნით - დაფინანსება მედიკამენტებს, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და ონკოლოგიურ ქირურგიას ფარავს.
2023 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა სიმსივნით დაავადებული ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება. პაციენტებს უფასო მკურნალობა შეუძლიათ თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში.
1.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
საქართველოში კიბოს მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. სახელმწიფოს მიერ ონკოპაციენტებისთვის გამოყოფილი 25 ათასი ლარიანი ლიმიტის გარდა, აფთიაქებში რეცეპტების მიხედვით ცალკე გაიცემა საჭირო მედიკამენტები.
2023 წლიდან ყველა მოქალაქეს მთლიანად უფინანსდება ქიმიოთერაპიის, ჰორმონოთერაპიის და ონკოლოგიური ქირურგიის სერვისები.
გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო უშუალოდ მწარმოებლებისგან მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენის პროცესი. უწყებამ გააფორმა ხელშეკრულებები კომპანიებთან Roche და Novartis და მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
სახელმწიფო დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 2012 წელს ონკოლოგიური პროგრამისთვის 17 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, 2023 წელს ეს თანხა 250 მლნ ლარამდე გაიზარდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, უწყებ რეფერალური კომისიის ფარგლებში პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებს განიხილავს.
გარდა ამისა, საქართველოს აქვს კიბოს ადრეული გამოვლენის პროგრამა, რომელიც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებს და სპეციალისტების კონსულტაციას, რაც ხელს შეუწყობს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას.