პრეზენტაცია მოსკოვში: წიგნი სახელწოდებით „დონბასი - ნოვოროსია, ბელარუსული ხედვა“

© photo: Sputnik / Vitaliy BelousovКнига белорусских авторов "ДонбассНовороссия. Белорусский взгляд"
Книга белорусских авторов ДонбассНовороссия. Белорусский взгляд - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2025
გამოწერა
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. „რია ნოვოსტის“ საერთაშორისო მულტიმედიურ პრესცენტრში ბელორუსელი ავტორების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის სახელწოდებაცაა „დონბასი — ნოვოროსია, ბელარუსული ხედვა“.
წიგნზე, რომლშიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონაში მუშაობის დროს შეკრებილი მასალებია თავმოყრილი, ასევე მუშაობდა ბელარუსის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენდირექტორი ვადიმ გიგინი, პოლიტმიმომხილველი გრიგორი აზარენოკი, სოციალურ-კულტურული საზოგადოებრივი ასოციაცია „მოძრაობის“ ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ლუშჩი, პირველი საინფორმაციო სატელევიზიო არხის სპეციალური კორესპოდენტი ქსენია ლებედევა.
„ჩვენ ვიმოგზაურეთ მთელ დონბასში, მთელ ნოვოროსიაში - ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე.... უპირველესად, ეს არის წიგნი დონბასის ხალხის შესახებ“, - თქვა წიგნის პრეზენტაციაზე გრიგორი აზარენოკმა.
დონბასის ხალხზე საუბრისას, აზარენოკმა ბავშვისმაგალითი მოიყვანა, რომელიც დონეცკში შემთხვევით შეხვდა და რომელიც ხმით უშეცდომოდ იცნობდა გასროლილი იარაღის ტიპსა და მიმართულებას.
ჟურნალისტმა, დონეცკელების განსაკუთრებული ფსიქოლოგიის, მენტალიტეტისა და თვალსაწიერის დასტურად, ასევე გაიხსენაუკრაინის შეიარაღებულიძალებისმიერ იმ კონცერტზე თავდასხმა, რომელიც ბატალიონ „სპარტას“ მეთაურ ვლადიმირ ჟოგას დაღუპვის წლისთავს ეძღვნებოდა.
„ვსხედვართ დარბაზში, ვუყურებთ კონცერტს. გამოდის დონეცკის არმიისგენერალი. და უცბად ისე მოგვხვდა, რომ შენობამ ზანზარი დაიწყო. გენერალი კი კითხულობს: მისმინეთ, როგორც ჩანს გვცხრილავენ. ვაგრძელებთთუ ვამთავრებთ ღონისძიებას?“
ყველა ახალი ამბავი
0