საქართველოს სპორტის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2025
გამოწერა
სპორტის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილედ ლაშა მაღრაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა.
2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტროები გაიყო. სპორტის მინისტრის პორტფელი შალვა გოგოლაძემ ჩაიბარა - კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს 2021 წლის მარტში გამოეყო.
უწყების ცნობით, ლაშა მაღრაძეს საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი მუშაობდა სააღსრულებო და სასამართლო სისტემის, სამოსამართლო სწავლების, ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში.
მაღრაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი იყო.
მინისტრის ახალი მოადგილე „ტრენინგებისა და მართვის საკონსულტაციო გუნდის (TMCT)“ და „სამართლის ინოვაციური სკოლის “ დამფუძნებელია.
სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილია.
ყველა ახალი ამბავი
0