https://sputnik-georgia.com/20250219/shss-tv-pirvelis-opertori-administraciuli-wesit-aris-dakavebuli-292176385.html
შსს: „ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
შსს: „ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
Sputnik საქართველო
ტელეკომპანიის იურისტის თქმით, ოპერატორი არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. 19.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-19T12:04+0400
2025-02-19T12:04+0400
2025-02-19T12:04+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290993898_0:448:2048:1600_1920x0_80_0_0_55867d846152e7ec0d2536cbcb2f519f.jpg
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 თებერვალს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯიოშვილი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. შსს განცხადებით, ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. ტელეკომპანიის იურისტმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, ოპერატორს მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აღენიშნება, თუმცა არ არის ძალადობის მსხვერპლი. როგორც მიგინეიშვილმა აღნიშნა, ოპერატორის დაკავებასთან და ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სახალხო დამცველის აპარატს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც. საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/13/290993898_0:256:2048:1792_1920x0_80_0_0_3c354206f465bcf7db94ab2678cc98b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
შსს: „ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
ტელეკომპანიის იურისტის თქმით, ოპერატორი არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18 თებერვალს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიოშვილი ნიღბიანმა პირებმა, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გაიტაცეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯიოშვილი აქციიდან სახლში ბრუნდებოდა.
შსს განცხადებით, ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას.
ტელეკომპანიის იურისტმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჯიოშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, ოპერატორს მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აღენიშნება, თუმცა არ არის ძალადობის მსხვერპლი.
როგორც მიგინეიშვილმა აღნიშნა, ოპერატორის დაკავებასთან და ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სახალხო დამცველის აპარატს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას პიროტექნიკას, ქვებს და "მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ.