https://sputnik-georgia.com/20250218/yavelashvili-saqartvelo-evropistvis-sheizleba-magaliti-gaxdes-292167135.html
ყაველაშვილი: საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს
ყაველაშვილი: საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს
Sputnik საქართველო
საქართველოსთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ ორგანიზებული დევნა არ ასახავს რეალურ ევროპას, განაცხადა პრეზიდენტმა 18.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-18T17:00+0400
2025-02-18T17:00+0400
2025-02-18T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:101:927:622_1920x0_80_0_0_022a02137920dfeb2f19409fff5a1b2f.jpg
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მნიშვნელობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება - საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ Radio Courtoie-სთან ინტერვიუში. დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.მისი თქმით, სწორედ ამაში ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხედულებები საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიციებს. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს ნათლად დაინახა. ყაველაშვილმა ასევე გაიხსენა ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო განვითარების გზაზე ჩამორჩებოდა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც ასევე არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები. თუმცა, ისეთი კატეგორიების სტატისტიკით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველო ამ ქვეყნებს ბევრად უსწრებს, ხაზგასმით აღნიშნა ყაველაშვილმა.საქართველოსთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი დევნა არ ასახავს რეალურ ევროპას, რომელიც, ყაველაშვილის თქმით, ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას. „ეს სრულიად საპირისპიროა იმ გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც აკრძალეს ევროპაში შესვლა ქართული დიპლომატიური პასპორტებით",- განაცხადა ყაველაშვილმა. საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:14:927:709_1920x0_80_0_0_8e919be3ca8585372ac460faeb8c87c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
ყაველაშვილი: საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს
საქართველოსთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ ორგანიზებული დევნა არ ასახავს რეალურ ევროპას, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მნიშვნელობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებით განისაზღვრება - საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ Radio Courtoie-სთან ინტერვიუში.
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. ხელისუფლება ამ დისტანცირებას ხსნის იმით, რომ დასავლეთის ქვეყნებს არ მოსწონთ საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხზე და მისი მისწრაფება, შეინარჩუნოს სუვერენიტეტი.
„მჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. გავბედავ იმის თქმას, რომ საქართველო ევროპული ქვეყნებისათვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს", - განაცხადა ყაველშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ამაში ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხედულებები საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიციებს.
„ჩვენი ქმედებების მნიშვნელობა განისაზღვრებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესებით ყველა კონფლიქტის მიმართ. სამწუხაროდ, ეს არასოდეს მომხდარა წინა მთავრობების დროს, რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ გარე ძალებზე", -განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ეს ნათლად დაინახა.
ყაველაშვილმა ასევე გაიხსენა ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველო განვითარების გზაზე ჩამორჩებოდა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებიც ასევე არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატები. თუმცა, ისეთი კატეგორიების სტატისტიკით, როგორიცაა ადამიანის უფლებები და დემოკრატია, ასევე ეკონომიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველო ამ ქვეყნებს ბევრად უსწრებს, ხაზგასმით აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოსთვის ევროპული ბიუროკრატიის მიერ მოწყობილი დევნა არ ასახავს რეალურ ევროპას, რომელიც, ყაველაშვილის თქმით, ნიშნავს განსხვავებულ მოსაზრებებსა და ფაქტების გადამოწმებას.
„ეს სრულიად საპირისპიროა იმ გადაწყვეტილების, რომლის მიხედვითაც აკრძალეს ევროპაში შესვლა ქართული დიპლომატიური პასპორტებით",- განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პარტნიორობა მთელ რიგ დასავლურ ქვეყანასთან გაუარესდა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. ურთიერთობები კიდევ უფრო გაუარესდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგაც, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
ევროკავშირმა გაყინა ურთიერთობები საქართველოსთან, უარი თქვა მაღალი რანგის შეხვედრებზე, შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია - არგუმენტად დასახელდა მოლაპარაკებების დასაწყებად პირობების არშესრულება.
შეერთებულმა შტატებმა ასევე შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა და დაფინანსების ნაწილი. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ და უკრაინამ სავიზო სანქციები დაუწესეს 200-მდე მაღალჩინოსანს.