https://sputnik-georgia.com/20250217/tbilissa-da-regionebsi-iararis-arsenali-amoires-dakavebulia-21-piri-292146930.html
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 21 პირი
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 21 პირი
Sputnik საქართველო
დანაშაული შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T13:17+0400
2025-02-17T13:17+0400
2025-02-17T14:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_0:7:1083:616_1920x0_80_0_0_1718aae2a589260d1b93ea9894a7a78e.jpg
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 8 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში რეგიონებში ჩატარდა.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 77 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებიც არიან.დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ტყვიამფრქვევი, სანადირო თოფები, გადაჭრილი სანადირო თოფები, ხელყუმბარები, ამფეთქი ფალია, ვაზნები, მჭიდები და ჯავშანჟილეტები, ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება) და 273-ე (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24463/96/244639606_126:0:958:624_1920x0_80_0_0_0275a2c7a1e6564931da985343c3014a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში
თბილისსა და რეგიონებში იარაღის არსენალი ამოიღეს: დაკავებულია 21 პირი
13:17 17.02.2025 (განახლებულია: 14:53 17.02.2025) დანაშაული შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე 8 პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სავარაუდო დამნაშავეთა დაკავების ოპერაცია თბილისში, კახეთში, აჭარაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში რეგიონებში ჩატარდა.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 77 წლამდეა, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებიც არიან.
დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ტყვიამფრქვევი, სანადირო თოფები, გადაჭრილი სანადირო თოფები, ხელყუმბარები, ამფეთქი ფალია, ვაზნები, მჭიდები და ჯავშანჟილეტები, ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარება) და 273-ე (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.