https://sputnik-georgia.com/20250217/prometes-mrvime-droebit-iketeba-292154420.html
პრომეთეს მღვიმე დროებით იკეტება
პრომეთეს მღვიმე დროებით იკეტება
Sputnik საქართველო
მღვიმეს ყოველწლიურად 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს. 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T19:41+0400
2025-02-17T19:41+0400
2025-02-17T19:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23198/15/231981504_0:59:1595:956_1920x0_80_0_0_339d7781d897b4e05e23d46e1494c96c.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო. სააგენტოს ცნობით, პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებს 18, 19 და 20 თებერვალს ვერ უმასპინძლებს. პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთავში, ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. საქართველოს ყველაზე დიდი მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. დღეს ტურისტებისთვის მისი მხოლოდ მეათედი ნაწილია გახსნილი. მღვიმის შიგნით მიწისქვეშა მდინარეები და ტბებია. ქვაბულის სიგრძე თითქმის ორი კილომეტრია. ექვს დარბაზში – "არგონავტების", "კოლხეთის", "მედეას", "სიყვარულის", "პრომეთესა" და "იბერიის" დარბაზებში გასეირნებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. პრომეთეს მღვიმეს ამშვენებს განათებული, სხვადასხვა ფორმის კარსტული წარმონაქმნები – სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები. ყოველწლიურად მღვიმეს 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23198/15/231981504_122:0:1473:1013_1920x0_80_0_0_8ac5c5cbc83cb22f9f216788f01f08ef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
ახალი ამბები, საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი
პრომეთეს მღვიმე დროებით იკეტება
მღვიმეს ყოველწლიურად 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებისთვის დროებით იკეტება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, პრომეთეს მღვიმე ვიზიტორებს 18, 19 და 20 თებერვალს ვერ უმასპინძლებს.
პრომეთეს მღვიმე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთავში, ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.
საქართველოს ყველაზე დიდი მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. დღეს ტურისტებისთვის მისი მხოლოდ მეათედი ნაწილია გახსნილი. მღვიმის შიგნით მიწისქვეშა მდინარეები და ტბებია. ქვაბულის სიგრძე თითქმის ორი კილომეტრია. ექვს დარბაზში – "არგონავტების", "კოლხეთის", "მედეას", "სიყვარულის", "პრომეთესა" და "იბერიის" დარბაზებში გასეირნებას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება.
პრომეთეს მღვიმეს ამშვენებს განათებული, სხვადასხვა ფორმის კარსტული წარმონაქმნები – სტალაქტიდები, სტალაგმიტები, სტალაგნატები. ყოველწლიურად მღვიმეს 200 ათასამდე ტურისტი სტუმრობს.