https://sputnik-georgia.com/20250217/es-ar-aris-angarissworeba-ocneba-enm-is-danasaulebis-sagamoziebo-komisiis-musaobaze-292149935.html
ეს არ არის ანგარიშსწორება! „ოცნება“ ენმ-ის დანაშაულების საგამოძიებო კომისიაზე
ეს არ არის ანგარიშსწორება! „ოცნება“ ენმ-ის დანაშაულების საგამოძიებო კომისიაზე
Sputnik საქართველო
ახლა მთავარია, მკაფიო სურათი მივიღოთ, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე და რა ძალები ებრძვიან ქვეყანას, განაცხადა ვოლსკიმ. 17.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-17T14:06+0400
2025-02-17T14:06+0400
2025-02-17T14:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_0:149:2400:1499_1920x0_80_0_0_8229becadecc2926eb1a0b2aed45cac5.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დანაშაულის საგამომძიებო დროებითი კომისიის მუშაობის მთავარი მიზანია არა ანგარიშსწორება, არამედ მაღალი დონის ანალიზის საფუძველზე გაკეთებული ობიექტური შეფასება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.ორშაბათს პარლამენტში რიგით მეორე სხდომა გაიხსნა, კომისიის წევრები რამდენიმე პირს მოუსმენენ. დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად 5 თებერვალს შეიქმნა და პარლამენტში სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, რის შემდეგაც ანგარიშს წარადგენს.კომისიის ყურადღების ცენტრში იქნება, თუ როგორ მოვიდა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში, როგორ ინარჩუნებდა ხელისუფლებას, განაცხადა თავის მხრივ მმართველი პარტიის დეპუტატმა პაატა სალიამ. მისი შეფასებით, ეს პროცესი ისტორიული იქნება.„ჩვენ არაერთი პოლიტიკური შეფასება მოგვისმენია ამ რეჟიმისა, მაგრამ პარლამენტის მიერ მსგავსი შეფასება კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე დაყრდნობით, არ ყოფილა“, - განაცხადა სალიამ.როგორც მმართველი პარტია „ქართულ ოცნებაში“ ადრე განაცხადეს, კომისია, რომელსაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი და მმართველი პარტიის დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, შეისწავლის შემდეგს:როგორ იმუშავებს კომისიასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“„ქართულმა ოცნებამ“ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ უწოდებს.ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625591_302:151:2234:1600_1920x0_80_0_0_168f5648a3b7f42291f3d631477df82a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეს არ არის ანგარიშსწორება! „ოცნება“ ენმ-ის დანაშაულების საგამოძიებო კომისიაზე
14:06 17.02.2025 (განახლებულია: 14:21 17.02.2025) ახლა მთავარია, მკაფიო სურათი მივიღოთ, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე და რა ძალები ებრძვიან ქვეყანას, განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დანაშაულის საგამომძიებო დროებითი კომისიის მუშაობის მთავარი მიზანია არა ანგარიშსწორება, არამედ მაღალი დონის ანალიზის საფუძველზე გაკეთებული ობიექტური შეფასება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ორშაბათს პარლამენტში რიგით მეორე სხდომა გაიხსნა, კომისიის წევრები რამდენიმე პირს მოუსმენენ. დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად 5 თებერვალს შეიქმნა და პარლამენტში სამი თვის განმავლობაში იმუშავებს, რის შემდეგაც ანგარიშს წარადგენს.
„მთავარია ობიექტური შეფასება, მთავარი არის ნათელი სურათი დაიხატოს იმისა, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე და რა ძალები ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. ასე რომ, ეს არ არის ანგარიშსწორება, ეს არის მაღალი დონის ანალიზის საფუძველზე გასაკეთებელი შეფასებები, რამაც ქვეყანა საბოლოოდ სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
კომისიის ყურადღების ცენტრში იქნება, თუ როგორ მოვიდა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში, როგორ ინარჩუნებდა ხელისუფლებას, განაცხადა თავის მხრივ მმართველი პარტიის დეპუტატმა პაატა სალიამ. მისი შეფასებით, ეს პროცესი ისტორიული იქნება.
„ჩვენ არაერთი პოლიტიკური შეფასება მოგვისმენია ამ რეჟიმისა, მაგრამ პარლამენტის მიერ მსგავსი შეფასება კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე დაყრდნობით, არ ყოფილა“, - განაცხადა სალიამ.
როგორც მმართველი პარტია „ქართულ ოცნებაში“ ადრე განაცხადეს, კომისია, რომელსაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი და მმართველი პარტიის დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, შეისწავლის შემდეგს:
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
„ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“
„ქართულმა ოცნებამ“ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე დაამარცხა.
2024 წლამდე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩებოდა სიდიდით მეორე პარტია საქართველოში, მიუხედავად სამი წაგებული საპარლამენტო არჩევნებისა, მაინც ინარჩუნებდა თავის რესურსს და ამომრჩეველს.
ამ ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პოლიტიკური ძალები შექმნეს, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მათ სერიოზულ ოპონენტებად არ თვლის და „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობას“ უწოდებს.
ოპონენტთან ბრძოლაში მმართველი პარტია ძირითად აქცენტს სამართლიანობის აღდგენასა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის დანაშაულებებთან ბრძოლაზე აკეთებს.
სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არიან და მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება თავად სააკაშვილს, მისი რამდენიმე მინისტრს და სხვა თანამდებობის პირებს. საქართველოს ციხეებში მხოლოდ წამების საქმეზე განაჩენი 70-ზე მეტ თანამდებობის პირს აქვს გამოტანილი.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ გამარჯვების შემდეგ დაიწყებდა სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად ცნობისთვის ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „მრავალრიცხოვანი დანაშაულებისთვის“.