1 აპრილიდან საქართველოში საჯარო სამსახურის ბიურო უქმდება

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2025
გამოწერა
სამსახურის გაუქმების გამო ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია მიეცემათ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1-ელ აპრილამდე განხორციელდება. შესაბამისი ცვლილებები ბიუროს სხდომაზე ორშაბათს იქნა ინიცირებული.
პროექტის თანახმად, ბიუროს ფუნქციები და უფლებამოსილებები კი, მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.
ბიუროს ლიკვიდაციის მიზნით, მთავრობამ სალიკვიდაციო კომისია კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უნდა შექმნას.
პროექტის ფარგლებში, ლიკვიდაციის გამო ბიუროდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია.
საჯარო სამსახურის ბიურო 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა. მისი საქმიანობა დაკავშირებულია საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, რომელიც მიზნად ისახავს პროცესის ორგანიზებას ევროკავშირის ღირებულებებისა და საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად.
ყველა ახალი ამბავი
0