https://sputnik-georgia.com/20250216/ramdeni-milioni-larit-sheavses-mzgolebma-biujeti-292135312.html
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - გასული წლის მონაცემები
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - გასული წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
დარღვევების კუთხით ლიდერობს თბილისი, სადაც ვიდეოდარღვევების თითქმის ნახევარი ფიქსირდება. 16.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-16T10:49+0400
2025-02-16T10:49+0400
2025-02-16T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:256:2730:1792_1920x0_80_0_0_cedb36d630f4cf151fca146ac259bfbe.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში 3 მილიონზე მეტი ვიდეო ჯარიმა გამოიწერა, ასეთი მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოჰყავს.საქართველოში ვიდეო ჯარიმები იწერება გზებზე განთავსებული „ჭკვიანი კამერების“ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აფიქსირებს სიჩქარეს და ავტომობილის სანომრე ნიშნების ამოცნობა შეუძლიათ.კონკრეტულად რაზე არის გამოწერილი ჯარიმა, მძღოლს შეუძლია იხილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ პორტალზე ავტომობილის მონაცემების ან საჯარიმო ქვითრის ნომრის შეყვანით.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს „ჭკვიანმა კამერებმა“ 185,1 მილიონი ლარის 3 მილიონზე მეტი დარღვევა დააფიქსირა.დარღვევების კუთხით ლიდერობს თბილისი, სადაც ვიდეოდარღვევების თითქმის ნახევარი ფიქსირდება. მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში ავტომძღოლებმა 1,48 მილიონი დარღვევა ჩაიდინეს, რისთვისაც 93,8 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრათ.მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 307,1 ათასი საგზაო მოძრაობის დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმების საერთო ოდენობამ 17,7 მლნ ლარი შეადგინა.მესამე ადგილს შიდა ქართლის რეგიონი იკავებს, სადაც კამერებმა 16,8 მილიონი ლარის ღირებულების 278,4 ათასი დარღვევა დააფიქსირეს.ყველაზე ნაკლები დარღვევა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მხოლოდ 756 დარღვევა დაფიქსირდა, რისთვისაც მძღოლები 99,5 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.საგზაო მოძრაობის დარღვევებზე ჯარიმები 10 ლარიდან იწყება.თუ მძღოლი ჯარიმას დროულად არ გადაიხდის, მას ემატება საურავი, რომელიც ყოველთვიურად იზრდება. თუმცა, თუ ჯარიმა იქნება გადახდილი ერთი თვის განმავლობაში, ჯარიმაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს შეტყობინებების ახალი სისტემა. ახლა მძღოლს თავისი შეტყობინების ნახვა შსს-ს საიტზეა შესაძლებელი.უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობა საქართველოში მომდევნო შემოსვლაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268486575_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_cef1e356d6ee8556a2961ce2ca151f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , ვითარება გზებზე
რამდენი მილიონი ლარით შეავსეს მძღოლებმა ბიუჯეტი - გასული წლის მონაცემები
დარღვევების კუთხით ლიდერობს თბილისი, სადაც ვიდეოდარღვევების თითქმის ნახევარი ფიქსირდება.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. 2024 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საქართველოში 3 მილიონზე მეტი ვიდეო ჯარიმა გამოიწერა, ასეთი მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოჰყავს.
საქართველოში ვიდეო ჯარიმები იწერება გზებზე განთავსებული „ჭკვიანი კამერების“ მონაცემების საფუძველზე, რომლებიც აფიქსირებს სიჩქარეს და ავტომობილის სანომრე ნიშნების ამოცნობა შეუძლიათ.
კონკრეტულად რაზე არის გამოწერილი ჯარიმა, მძღოლს შეუძლია იხილოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ პორტალზე ავტომობილის მონაცემების ან საჯარიმო ქვითრის ნომრის შეყვანით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს „ჭკვიანმა კამერებმა“ 185,1 მილიონი ლარის 3 მილიონზე მეტი დარღვევა დააფიქსირა.
დარღვევების კუთხით ლიდერობს თბილისი, სადაც ვიდეოდარღვევების თითქმის ნახევარი ფიქსირდება. მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში ავტომძღოლებმა 1,48 მილიონი დარღვევა ჩაიდინეს, რისთვისაც 93,8 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრათ.
მეორე ადგილზეა იმერეთი, სადაც 307,1 ათასი საგზაო მოძრაობის დარღვევა დაფიქსირდა. ჯარიმების საერთო ოდენობამ 17,7 მლნ ლარი შეადგინა.
მესამე ადგილს შიდა ქართლის რეგიონი იკავებს, სადაც კამერებმა 16,8 მილიონი ლარის ღირებულების 278,4 ათასი დარღვევა დააფიქსირეს.
ყველაზე ნაკლები დარღვევა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმ-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მხოლოდ 756 დარღვევა დაფიქსირდა, რისთვისაც მძღოლები 99,5 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.
საგზაო მოძრაობის დარღვევებზე ჯარიმები 10 ლარიდან იწყება.
თუ მძღოლი ჯარიმას დროულად არ გადაიხდის, მას ემატება საურავი, რომელიც ყოველთვიურად იზრდება. თუმცა, თუ ჯარიმა იქნება გადახდილი ერთი თვის განმავლობაში, ჯარიმაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ჯარიმების ადმინისტრირების გამარტივების მიზნით, საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს შეტყობინებების ახალი სისტემა. ახლა მძღოლს თავისი შეტყობინების ნახვა შსს-ს საიტზეა შესაძლებელი.
უცხოური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების მძღოლებისთვის ვიდეოჯარიმის გადაუხდელობა საქართველოში მომდევნო შემოსვლაზე უარის მიზეზი შეიძლება გახდეს.