https://sputnik-georgia.com/20250216/ojaxuri-zaladoba-saqartvelosi-axali-statistika-292135602.html
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. 16.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-16T11:33+0400
2025-02-16T11:33+0400
2025-02-16T11:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_6ecd536dbc0b635205b18e662a2fa2d1.jpg
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს 7,4 ათასი ადამიანის ძალადობისგან დასაცავად 8,7 ათასი შემაკავებელი ორდერი გამოწერა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლად 6,6 ათასი ქალი და 1,2 ათასი მამაკაცი აღიარეს.ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. 2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლთა ნახევარზე მეტი 25-დან 44 წლამდე ქალები არიან. ძალადობის ჩამდენი ძირითადად იმავე ასაკის მამაკაცები არიან.საქართველოში ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახეობა ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა, ხოლო ფიზიკურმა ძალადობამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე სექსუალური ძალადობაა.ამასთან, 2024 წელს ოჯახური ძალადობის შემთხვევების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა.საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ოჯახური ძალადობის ქვეშ იგულისხმება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.გარდა ამისა, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.2024 წელს სამართალდამცავმა უწყებებმა დაარეგისტრირეს 3731 მსგავსი დანაშაული, რომლებიც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის შესაძლო გამოყენებით.2024 წელს დაფიქსირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. ამასთან, 2024 წელს ყველა დაფიქსირებული დანაშაულის 86,3% გახსნილია.საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/07/240480721_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_2cf76b184f4540d4368889b99496a66a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ოჯახური ძალადობა საქართველოში: ახალი სტატისტიკა
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში.
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს 7,4 ათასი ადამიანის ძალადობისგან დასაცავად 8,7 ათასი შემაკავებელი ორდერი გამოწერა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლად 6,6 ათასი ქალი და 1,2 ათასი მამაკაცი აღიარეს.
ოჯახური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია საქართველოში. 2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის მსხვერპლთა ნახევარზე მეტი 25-დან 44 წლამდე ქალები არიან. ძალადობის ჩამდენი ძირითადად იმავე ასაკის მამაკაცები არიან.
საქართველოში ძალადობის ყველაზე გავრცელებული სახეობა ფსიქოლოგიური ძალადობა გახდა, ხოლო ფიზიკურმა ძალადობამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მესამე ადგილზე სექსუალური ძალადობაა.
საერთო ჯამში, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლად 7,9 ათასი ადამიანი იქნა აღიარებული, მათ შორის 1221 მამაკაცი და 6634 ქალი. აქედან 209 დაზარალებული 13 წლამდე ასაკისაა, ხოლო 1158 -პენსიონერი.
ამასთან, 2024 წელს ოჯახური ძალადობის შემთხვევების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ოჯახური ძალადობის ქვეშ იგულისხმება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და და რომელსაც არ მოჰყოლია მძიმე შედეგები ფიზიკური დაზიანების სახით.
გარდა ამისა, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.
ოჯახის წევრებად მიიჩნევიან: მამა, დედა, ბებია და ბაბუა, მეუღლეები, პარტნიორი, შვილები, აყვანილი შვილები, დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილიშვილები, ძმები, დები, მეუღლის ან პარტნიორის მშობლები, შვილების პარტნიორები ან მეუღლეები, ყოფილი მეუღლეები, მეურვეები, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ერთობლივ მეურნეობას უძღვებიან. 2024 წელს სამართალდამცავმა უწყებებმა დაარეგისტრირეს 3731 მსგავსი დანაშაული, რომლებიც ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, დაზარალებულთან მიახლოების აკრძალვის შესაძლო გამოყენებით.
2024 წელს დაფიქსირებული დანაშაულის მაჩვენებელი 2023 წლის მაჩვენებელზე 9%-ით ნაკლებია. ამასთან, 2024 წელს ყველა დაფიქსირებული დანაშაულის 86,3% გახსნილია.
საქართველოს ხელისუფლება ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ კამპანიას აწარმოებს.
გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საკითხებით დაკავებულია არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ზოგიერთი მათგანი დაზარალებულებს დროებით თავშესაფარს სთავაზობს, უწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას.