https://sputnik-georgia.com/20250215/saqartvelosi-arasamtavrobo-organizaciebs-saxelmwifo-grantebit-daafinansebs-pirobebi-292133540.html
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო გრანტებით დააფინანსებს - პირობები
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო გრანტებით დააფინანსებს - პირობები
Sputnik საქართველო
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა 15.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-15T20:58+0400
2025-02-15T20:58+0400
2025-02-15T20:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს მთავრობა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/85/242188542_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_eadf6a6388a3a0355b86fc39c60be1e6.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ, ნათქვამია „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტში.გრანტებს გასცემს ახალი საჯარო უწყება - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება.პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, თავად სააგენტოს შექმნას, ასევე თანამშრომელთა ხელფასების და თავად გრანტების გადახდას მოხმარდება.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციებიბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა“. ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/85/242188542_281:0:2000:1289_1920x0_80_0_0_24808fdca6c27e82d70587b60aa8283c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს მთავრობა , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს მთავრობა , კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო გრანტებით დააფინანსებს - პირობები
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო გრანტებით შეძლებენ, ნათქვამია „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტში.
გრანტებს გასცემს ახალი საჯარო უწყება - სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ მხოლოდ ის ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობის მიმართულება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს შეესაბამება.
პროექტის მიხედვით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, თავად სააგენტოს შექმნას, ასევე თანამშრომელთა ხელფასების და თავად გრანტების გადახდას მოხმარდება.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გრანტები გაიცემა წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია გრანტის მიზანი, მოცულობა, კონკრეტული მიმართულებები და ათვისების ვადები, ასევე მისი მიღების პირობები.
საქართველოს ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა გაუარესდა. ხელისუფლება არაერთ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარებაში და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში.
ამის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მოითხოვს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციის შევსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების მიერ, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყაროა „უცხოური ძალაა“. ამჟამად რეესტრში 385 ორგანიზაცია არის რეგისტრირებული.
გარდა ამისა, ანტიკორუფციულმა ბიუროს მიენიჭა უფლება, აღიაროს არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად და გააიგივოს მათი ანგარიშგება პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებასთან.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების, დაკავებულების გათავისუფლებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტიური პროცესის გაგრძელების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება დააანონსა.
გადაწყვეტილებებს შორისაა სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღებაში სამოქალაქო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის შესახებ ჩანაწერების ამოღება და „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამერიკული ვერსიის დამტკიცება, რომელიც მოითხოვს ფიზიკური პირების რეგისტრაციას და ასევე სისხლისსამართლებრივ სასჯელებსა და საქმიანობის შეზღუდვას კანონის პირობების შეუსრულებლობისთვის.