https://sputnik-georgia.com/20250214/stambolsi-saqartvelos-turistul-potencials-gaecnen-292117503.html
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
Sputnik საქართველო
გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. 14.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-14T13:41+0400
2025-02-14T13:41+0400
2025-02-14T13:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/01/284645274_0:201:1280:921_1920x0_80_0_0_ceb9b057e99ff5a6e2d9eb477171addf.jpg
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2025 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ.EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა.გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას. სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/01/284645274_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9a769a9466e2c3447f71e0d303be8b65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, თურქეთი
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT 2025 მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ.
EMITT 2025-ის ფარგლებში, საქართველოს საპრომოციო სტენდთან ქართული ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია გაიმართა.
გამოფენის სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებას, ქართულ კურორტებს და კულტურას. სტამბოლში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, B2B ფორმატის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობების დამყარების მიზნით, თურქ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს.
EMITT 2025-ის ტურისტულ გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია, გამოფენაზე 653 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია იყო წარმოდგენილი.
სტამბოლის გამოფენამ 220-ზე მეტ ტუროპერატორს უმასპინძლა.