https://sputnik-georgia.com/20250214/policiam-qurduli-samyaros-wevrebi-daakava-292117189.html
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრები დააკავა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრები დააკავა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 14.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-14T12:58+0400
2025-02-14T12:58+0400
2025-02-14T12:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_26d9f48a2e087fe75c480d5f64cb1b67.jpg
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე ორი მამაკაცია დაკავებული, მეტსახელად „ხოშტო“ და „ედო“. ერთ ბრალდებულს პოლიცია „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას“ ედავება. კიდევ ორი ადამიანი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზეა დაკავებული.დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 25-დან 48 წლამდეა, არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები.უწყების ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებს და ასრულებდნენ მათ დავალებებს.კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_9e564294ab055ad882ac3830084520cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრები დააკავა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე ორი მამაკაცია დაკავებული, მეტსახელად „ხოშტო“ და „ედო“. ერთ ბრალდებულს პოლიცია „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას“ ედავება. კიდევ ორი ადამიანი „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზეა დაკავებული.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 25-დან 48 წლამდეა, არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები.
უწყების ცნობით, ფარული საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიმდინარეობდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს” საქმიანობაში, უკავშირდებოდნენ ე.წ. კანონიერ ქურდებს და ასრულებდნენ მათ დავალებებს.
კერძოდ, „ქურდული გარჩევებით“, დაშინებით, მუქარით, საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებითა და უკანონო ქმედებებით ძალაუფლებისა და ავტორიტეტის მოპოვების, ასევე პირადი და სხვისი სარგებლის მიღების მიზნით გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში და სოფელ წყალწმინდაში ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.