https://sputnik-georgia.com/20250213/droebit-sagamoziebo-komisias-wulukiani-uxelmzgvanelebs-292107729.html
„ნაცმოძრაობის" დანაშაულების გამოძიება: საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
„ნაცმოძრაობის" დანაშაულების გამოძიება: საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
Sputnik საქართველო
დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც აირჩიეს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, ასევე დაამტკიცეს დებულების პროექტი. 13.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-13T14:18+0400
2025-02-13T14:18+0400
2025-02-13T15:19+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:145:2048:1297_1920x0_80_0_0_b1b758eed02f4801a881640795aafa87.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას“ ვიცე-სპიკერი თეა წულუკუანი უხელმძღვანელებს.დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც აირჩიეს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი - აღნიშნული პოზიცია ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა დაიკავა.მისი თქმით, სასურველია, რომ ყველა მოქალაქემ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, შეუძლია კომისიას მიაწოდოს „ნაცმოძრაობის" მმართველობის რეჟიმის შესახებ რაიმე ინფორმაცია ან წერილობით მიმართოს.დროებით საგამოძიებო კომისია 10 წევრისაგან შედგება. კომისიაში 5 წევრი უმრავლესობის, 5 კი ოპოზიციის დეპუტატი იქნება. წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 7 თებერვალს განსაზღვრა.დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არიან საპარლამენტო უმრავლესობის ხუთი წევრი: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ორი წევრი - სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი და „ევროპული სოციალისტებიდან" ერთი წევრი - ილია ინჯია. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრებისთვისაა განკუთვნილი.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოებების გამო დაიბაროს ან მიიღოს წერილობითი განმარტება ნებისმიერი პირისგან. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, როგორც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებდნენ, საქართველოში კომისიის შესწავლის მთავარი საგანი იქნება:კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.როგორ იმუშავებს კომისიასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24854/60/248546069_0:0:1820:1365_1920x0_80_0_0_6b2e0ad0005d763325ffede377ecabe5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
„ნაცმოძრაობის" დანაშაულების გამოძიება: საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
14:18 13.02.2025 (განახლებულია: 15:19 13.02.2025) დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც აირჩიეს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი, ასევე დაამტკიცეს დებულების პროექტი.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას“ ვიცე-სპიკერი თეა წულუკუანი უხელმძღვანელებს.
დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას შეისწავლის, პარლამენტში 5 თებერვალს შეიქმნა და სამი თვე იმუშავებს, შემდეგ კი ანგარიშს წარადგენს.
დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც აირჩიეს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი - აღნიშნული პოზიცია ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალის" წევრმა სოზარ სუბარმა დაიკავა.
„ჩვენი მიზანი უნდა იყოს ისტორიისთვის შტრიხების შემატება, ფაქტებზე დაფუძნებით უნდა შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც ისტორიას დარჩება. მომავალ თაობას ამ დოკუმენტის მეშვეობით ეცოდინება ვინ და როგორ მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, სასურველია, რომ ყველა მოქალაქემ, ვისაც გაუჩნდება სურვილი, შეუძლია კომისიას მიაწოდოს „ნაცმოძრაობის" მმართველობის რეჟიმის შესახებ რაიმე ინფორმაცია ან წერილობით მიმართოს.
„ჩვენ უნდა მივიღოთ მოქალაქეებისგან ინფორმაცია, ვისაც ამის სურვილი ექნება, არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან მონაწილე იმ პროცესის. ამიტომ მოქალაქეებს მივმართავ, თუ გადაწყვეტთ, რომ მოგვმართოთ კომისიას, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია წარმოადგინეთ", - განაცხადა წულუკიანმა.
დროებით საგამოძიებო კომისია 10 წევრისაგან შედგება. კომისიაში 5 წევრი უმრავლესობის, 5 კი ოპოზიციის დეპუტატი იქნება. წევრთა რაოდენობა და პროპორციული კვოტები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 7 თებერვალს განსაზღვრა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები არიან საპარლამენტო უმრავლესობის ხუთი წევრი: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ორი წევრი - სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი და „ევროპული სოციალისტებიდან" ერთი წევრი - ილია ინჯია. კომისიაში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრებისთვისაა განკუთვნილი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ამა თუ იმ გარემოებების გამო დაიბაროს ან მიიღოს წერილობითი განმარტება ნებისმიერი პირისგან. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, როგორც მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ აცხადებდნენ, საქართველოში კომისიის შესწავლის მთავარი საგანი იქნება:
საქართველოში კომისიის შესწავლის მთავარი საგანი იქნება:
პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;
კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;
კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;
2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების ადგილსა და სიხშირეს ადგენს კომისია, მაგრამ თვეში უნდა გაიმართოს სულ მცირე ორი სხდომა.
კომისია მუშაობის შედეგების საფუძველზე მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც განიხილავს და დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში. კომისიის დასკვნაში იქნება რეკომენდაციები დამნაშავეების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი ზომების შესახებ.
პარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაეგზავნება პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველსაყოფად.