https://sputnik-georgia.com/20250212/saqartvelo-korupciis-gareshe-pemieris-ambiciuri-gegma-292098382.html
საქართველო კორუფციის გარეშე - პემიერის ამბიციური გეგმა
საქართველო კორუფციის გარეშე - პემიერის ამბიციური გეგმა
Sputnik საქართველო
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა კორუფციის დონის შესამცირებლად. 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T16:19+0400
2025-02-12T16:19+0400
2025-02-12T16:19+0400
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284165575_0:345:1365:1113_1920x0_80_0_0_3a7e95f522c973cce4391b900002489e.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია მოხვდეს მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონის მქონე ქვეყნების სამეულში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით კომენტარისას.საერთაშორისო ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ შედგენილ 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (Corruption Perceptions Index – CPI) საქართველო 100-დან 53 ქულით 53-ე ადგილზეა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა კორუფციის დონის შესამცირებლად.„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კვლევა ბოლომდე არ ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია კორუფციის შემცირების კუთხით გასული წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მთავრობის გამჭვირვალე მუშაობა, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას, განკარგულებასა და სამართლებრივ აქტს საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.„მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე“, – განაცხადა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალურ პროგრეს მიაღწიოს ამ მიმართულებით.2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და თურქეთს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0d/284165575_0:217:1365:1241_1920x0_80_0_0_e338eff84b916ba929b103dad9284e5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო კორუფციის გარეშე - პემიერის ამბიციური გეგმა
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა კორუფციის დონის შესამცირებლად.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია მოხვდეს მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონის მქონე ქვეყნების სამეულში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით კომენტარისას.
საერთაშორისო ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ შედგენილ 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (Corruption Perceptions Index – CPI) საქართველო 100-დან 53 ქულით 53-ე ადგილზეა.
„ჩვენ გვინდა, რომ, საბოლოო ჯამში, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის თუნდაც სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ამისთვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა კორუფციის დონის შესამცირებლად.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციაზე ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კვლევა ბოლომდე არ ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია კორუფციის შემცირების კუთხით გასული წლის განმავლობაში“, - განაცხადა მან.
კობახიძემ მაგალითად მოიყვანა მთავრობის გამჭვირვალე მუშაობა, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას, განკარგულებასა და სამართლებრივ აქტს საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
„მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანამ მაქსიმალურ პროგრეს მიაღწიოს ამ მიმართულებით.
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და თურქეთს.