https://sputnik-georgia.com/20250212/korufciis-agqmis-indeqsit-saqartvelo-lider-poziciazea-292094469.html
ვიცე-პრემიერი: კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო
ვიცე-პრემიერი: კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო
Sputnik საქართველო
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T11:43+0400
2025-02-12T11:43+0400
2025-02-12T11:43+0400
საქართველო
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284779431_44:344:1515:1171_1920x0_80_0_0_2ee988728033e168398744269d781e8e.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ყოველთვის აქტუალური იყო და ასე იქნება მომავალშიც, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით კომენტარისას.საერთაშორისო ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ შედგენილ 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (Corruption Perceptions Index – CPI) საქართველო 100-დან 53 ქულით 53-ე ადგილზეა.მისი თქმით, საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას.„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გარემო გვაქვს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, რამდენად ეფექტიანია ჩვენი მმართველობა და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი და, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ეფექტიან მართვას და მმართველობას გულისხმობს, უკავშირდება ზუსტად კორუფციის აღქმას. “, - აღნიშნა დავითაშვილმა.2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და თურქეთს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/07/284779431_0:282:1401:1333_1920x0_80_0_0_d9f29e3f8e4f775096af80242ff2a87c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველო, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ვიცე-პრემიერი: კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ყოველთვის აქტუალური იყო
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მმართველი პარტია „ქართული ოცნებისთვის“ ყოველთვის აქტუალური იყო და ასე იქნება მომავალშიც, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით კომენტარისას.
საერთაშორისო ანტიკორუფციული არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის მიერ შედგენილ 2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში (Corruption Perceptions Index – CPI) საქართველო 100-დან 53 ქულით 53-ე ადგილზეა.
„მიმართულება, რომელიც კორუფციასთან ბრძოლას ითვალისწინებს, აქტუალური ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველთვის იყო, დღესაც ინარჩუნებს ამ აქტუალობას და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მომავალშიც შეინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი გარემო გვაქვს საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, რამდენად ეფექტიანია ჩვენი მმართველობა და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი და, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ეფექტიან მართვას და მმართველობას გულისხმობს, უკავშირდება ზუსტად კორუფციის აღქმას. “, - აღნიშნა დავითაშვილმა.
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ლიდერობს. საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 11 ქვეყანას: საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, მალტას, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, უნგრეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და თურქეთს.