https://sputnik-georgia.com/20250212/kavelashvilma-lukashenkos-archevnebshi-gamarjveba-miuloca-292095556.html
საქართველოს პრეზიდენტმა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველო ბელარუსთან მრავალწლიან ურთიერთობებს აფასებს, აღნიშნა ყაველაშვილმა 12.02.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-02-12T13:00+0400
2025-02-12T13:00+0400
2025-02-12T13:00+0400
საქართველო
ბელარუსი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283735619_25:0:1117:614_1920x0_80_0_0_f23e1f42fdbf7c20b41ab821f4fada5b.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ნათქვამია ბელარუსის სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეშვიდედ გაიმარჯვა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების რეკორდული - 86,82% მიიღო. 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ 85% შეადგინა.„მინდა მოგილოცოთ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია ყაველაშვილის მილოცვის წერილში.საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგას იმ გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც მან მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით.„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საფუძველი", - აღნიშნა ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობები ორი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ განვითარდება.საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დამყარდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება 2015 წლიდან მოყოლებული – საქართველოში ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ.ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირია დამყარებული. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.
საქართველო
ბელარუსი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283735619_161:0:980:614_1920x0_80_0_0_dd74284b3b33844372e254e33fe055b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბელარუსი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, ბელარუსი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
საქართველო ბელარუსთან მრავალწლიან ურთიერთობებს აფასებს, აღნიშნა ყაველაშვილმა
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა, ნათქვამია ბელარუსის სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეშვიდედ გაიმარჯვა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების რეკორდული - 86,82% მიიღო. 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ 85% შეადგინა.
„მინდა მოგილოცოთ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“, - ნათქვამია ყაველაშვილის მილოცვის წერილში.
საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგას იმ გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც მან მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკას შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანესი საფუძველი", - აღნიშნა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობები ორი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ განვითარდება.
საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დამყარდა. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით წარმატებით ვითარდება 2015 წლიდან მოყოლებული – საქართველოში ლუკაშენკოს პირველი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ.
ქვეყნებს შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი საავიაციო კავშირია დამყარებული. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.