მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ

© photo: Sputnik / Aleksander Kryazhev
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2025
გამოწერა
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განხილული იქნება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების კონტურები, განაცხადა ფორუმის ხელმძღვანელმა კრისტოფ ჰოისგენმა.
„გამოცხადდება თუ არა გეგმა, ამ საკითხს ღიად დავტოვებ. რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს ისაა, რომ კონფერენცია გამოყენებული იქნება ამგვარი გეგმის კონტურებისა და შეთანხმებაში შესატანი პარამეტრების დასანახად“, — თქვა მან პრესკონფერენციაზე.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე კონფლიქტის დარეგულირების გეგმას არ წარმოადგენს. როგორც მან განმარტა, ამგვარი გეგმის წარდგენა მხოლოდ აშშ-ის ლიდერს შეუძლია.
უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია მიუნხენში 14-16 თებერვალს გაიმართება. ფორუმზე ელოდებიან პრეზიდენტ ზელენსკისაც.
ყველა ახალი ამბავი
0